17 სექტემბერი 2018, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT4285 - ტენდერი ავტომანქანების რეცხვის მომსახურებაზე საქართველოს მასშტაბით
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს ავტომანქანების რეცხვის მომსახურებაზე საქართველოს მასშტაბით.
# | ავტომანქანის ტიპი | ავტომანქანების რაოდენობა | 1 ავტომანქანის რეცხვის მაქსიმალური რაოდენობა თვის მანძილზე | მიუთითეთ ერთეული რეცხვის ფასი |
1 | მიკროავტობუსი/ჯიპი | 15 | 12 | |
2 | საკურიერო ფურგუნი/სედანი | 80 | 6 |
შენიშვნა:
- ცხრილში ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი;
- შემოთავაზებული სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით, ასევე ტრანსპორტირებისა და სხვა ხარჯებს.
ტენდერში მონაწილეობის პირობები:
- ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მომწოდებელი იყოს რეგისტრირებული შემდეგ მისამართზე www.tenders.bog.ge ;
- აირჩიოს ტენდერი და შემოთავაზებული ფასი მიუთითოს შესაბამის გრაფებში: პუნქტი #1-ის და პუნქტი #2-ის გასწვრივ (ფასები უნდა მიეთითოს მეასედებით: 0,05; 0,35 და ა.შ);
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
- შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 საათით ადრე.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- დეტალური შეთავაზება, ფასის შეთავაზებასთან ერთად;
- პრეტენდენტებმა უნდა წარმოადგინონ სამრეცხაო ობიექტების ჩამონათვალი მისამართების მიხედვით;
სხვა პირობები
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2018 წლის 6 სექტემბრიდან 2018 წლის 17 სექტემბრის ჩათვლით;
- თანხის გადახდა მოხდება ყოველი თვის ბოლოს შესრულებული სამუშაოს მიხედვით;
- გამარჯვებულ პრეტენდენტთან გაფორმდება ხელშეკრულება 6 თვის ვადით;
- მომწოდებელმა მომსახურება უნდა გაგვიწიოს თბილისის მაშტაბით (სასურველია სამრეცხაო მდებარეობდეს ბანკის ავტოპარკიდან მდებარე: ჯავახიშვილის ქ.#14, არაუმეტეს 1,5 კმ-ის დაშორებით);
- მომსახურების შეფერხების გარეშე გაწევის მიზნით ერთ ობიექტზე უნდა იყო ორი ან მეტი სამრეცხაო ბოქსი;
- ბანკის მანქანები სამრეცხაოზე უნდა სარგებლობდნენ ურიგოდ;
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
ბესო ქიტიაშვილი
მობ.:(+995 555) 000 778
ელ-ფოსტა: bkitiashvili@bog.ge
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2018 წლის 17 სექტემბერი 17:00 საათი.
სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.
ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=933&lang=geo
ტენდერის კატეგორია:
- 98300000 სხვადასხვა მომსახურება