20 სექტემბერი 2018, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT4293 - ტენდერი საინკასაციო ჩანთების, ტომრების შესყიდვასა და მომსახურებაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს საინკასაციო ჩანთების, ტომრების შესყიდვასა და მომსახურებაზე.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში.
შენიშვნა:
ცხრილში ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი;
შემოთავაზებული სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით;
სხვა პირობები:
- მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზების ფაილი, ფასის შეთავაზებასთან;
- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება 6 თვიანი ხელშეკრულება;
- გამარჯვებული კომპანია ვალდებულია გაგვიწიოს საგარანტიო მომსახურება შეკეთებაზე 1 წლის განმავლობაში;
- პრეტენდენტებმა უნდა წარმოადგინონ ნიმუშები სათავო ოფისში (ქ. თბილისი, გაგარინის 29ა), ლადო სიჭინავას სახელზე.
- ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ პროდუქცია უნდა მიაწოდოს ჯერ ბანკის მიერ მითითებულ სარეკლამო კომპანიას წარწერების გასაკეთებლად, ხოლო შემდეგ ბანკს.
დამატებითი ინფორმაცია:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2018 წლის 11 სექტემბერიდან 2018 წლის 20 სექტემბრამდე;
- ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მომწოდებელი იყოს რეგისტრირებული შემდეგ მისამართზე www.tenders.bog.ge ;
- აირჩიოს ტენდერი და შემოთავაზებული ერთეულის ფასი მიუთითოს შესაბამის გრაფაში, პუნქტი #1-ის, პუნქტი #2-ის და ა.შ გასწვრივ;
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
- შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 საათით ადრე.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), რეკომენდაციები;
- კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: 599740041 - ლადო სიჭინავა
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2018 წლის 20 სექტემბერი 17:00 საათი.
სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.
ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=935&lang=geo
ტენდერის კატეგორია:
- 18900000 საბარგო ნივთები, სასარაჯო ნაკეთობები, ტომრები და ჩანთები
- 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა