Tenders.ge
ს.ს ლომისი / ლუდსახარში ნატახტარი

ტენდერი თხევადი კაუსტიკური სოდის შესყიდვაზე


ტენდერი
ჩაბარების ვადა:
დრო: 16:00
სტატუსი: მიმდინარე

ტენდერის აღწერილობა:

ს.ს. ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი - აცხადებს ტენდერს:

  • ნომრით #-EF-GE/ 395
  • დანიშნულება: 400 000 კგ თხევადი კაუსტიკური სოდის შესყიდვა საშუალოდ 48%-50%-იანი კონცენტრაციით;

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

  • ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

  • შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • პროდუქტის ხელმოწერილი სპეციფიკაცია.

ტენდერის პირობები:

  • ფასები უნდა შეიცავდეს 100%-იანი თხევადი კაუსტიკური სოდის კონცენტრაციას და ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);
  • ფასი უნდა იყოს მოცემული 1 კგ თხევადი კაუსტიკური სოდის, 100%-ზე დაანგარიშებით;
  • მოთხოვნილი საქონელი მოწოდებული უნდა იქნას 2019 წლის განმავლობაში ეტაპობრივად შემკვეთის მოთხოვნისამებრ 2 დღის ვადაში. თითოეული მოწოდების რაოდენობა უნდა იყის არა ნაკლებ 15 ტონისა;
  • აუცილებელია ნიმუშის წარდგენა ლუდსახარშ „ნატახტარშ“-ი, მცხეთის რაიონი,სოფელი ნატახტარი.
  • გადახდის პირობები:საქონლის მიღებიდან 60 სამუშაო დღე.

გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება : შესყიდვების დეპარტამენტი;
  • წარწერა: "კონფიდენციალურია";
  • გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.

სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: მცხეთის რაიონი სოფ. ნატახტარი. "ლუდსახარში ნატახტარი"

  • შემოთავაზების მიღება იწყება 14.09.2018 16:00
  • შემოთავაზების მიღება მთავრდება 24.09.2018 16:00

შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: www.jobs.ge ; www.hr.ge ; www.etenders.ge ; www.tenders.ge 

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
სოფიო ბარამიძე
შესყიდვების დეპარტამენტი
ს.ს ლომისი, ლუდსახარში ნატახტარი
სათაო ოფისი, სოფ. ნატახტარში
ტელ.: (+99532) 180797
ელფოსტა: tenders@ge.anadoluefes.com 

გვანცა უთურაშვილი
შესყიდვების დეპარტამენტი
ს.ს ლომისი, ლუდსახარში ნატახტარი
სათაო ოფისი, სოფ. ნატახტარში
ტელ.: (+99532) 180797 
ელფოსტა: tenders@ge.anadoluefes.com 

ტენდერის კატეგორია:

  • 24300000 ძირითადი არაორგანული და ორგანული ქიმიკატები