ჩაბარების ვადა:

24 სექტემბერი 2018, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T4307 - ფასთა გამოკითხვა შენობის, ე.წ. ,,მრგვალი გარაჟის“ პანდუსების სარემონტოდ საჭირო სამუშაოებზე

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

შპს ,,აქტივების მართვისა და განვითარების კომპანია“ აცხადებს ფასთა გამოკითხვას ქ. თბილისი, ხოშარაულის ქ.N27ა-ში არსებული შენობის, ე.წ. ,,მრგვალი გარაჟის“ პანდუსების სარემონტოდ საჭირო სამუშაოებზე.

შესყიდვის ობიექტის დახასიათება:
შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს ქ. თბილისი, ხოშარაულის ქ.N27ა-ში ს/კ 01.13.05.004.209 მდებარე ობიექტზე პარკინგის კეთილმოწყობის მიზნით ჩასატარებელი სამუშაოები:

ფოტო-მასალა და დეტალური ინფორმაცია ჩასატარებელი სამუშაოების აღწერილობის შესახებ იხილეთ თანდართულ ფაილში

სამუშაოების ჩატარების ადგილმდებარეობა და ვადა

  • ქ. თბილისი, ხოშარაულის ქ.N27ა
  • სამუშაოების შესრულების ვადა არ უნდა აღემატებოდეს ერთ კვირას

კომპანია იწვევს დაინტერესებულ პირებს ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად.

დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ღირებულების შესახებ;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
  • პრეტენდენტის იურიდიული სახელწოდება, საკონტაქტო ინფორმაცია.
  • ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ.

შე ნ ი შ ვ ნ ა:
წინადადების წარდგენისას მონაწილე არ უნდა იყოს:

  • გაკოტრების პროცესში
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • მოვალეთა რეესტრში;
  • ყადაღა დადებული.

შპს ,,აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის“ მიერ გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებული იქნება როგორც პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილ სამუშაოების შესრულების ღირებულებაზე, ვადებზე, ასევე მათ გამოცდილებასა და საანგარიშსწორებო პირობებზე.

ფასთა გამოკითხვის ჩაბარების პირობები:

წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით, დალუქულ კონვერტში, მისამართზე: ქ.თბილისი, კოსტავას ქ. N70; კონვერტს გარედან უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ფასთა გამოკითხვის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2018 წლის 24 სექტემბრისა 18:00 სთ-მდე.

მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენამდე სავალდებულოა აპლიკანტი სამუშაოების შესრულების ადგილზე გაეცნოს არსებულ სიტუაციას.

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: tamar.japhiashvili@amadco.ge  ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომერზე:
საკონტაქტო პირი:
თამარ ჯაფიაშვილი
+995 5 95 03 45 66

სამუშაო საათები: 10:00-დან 18:00-მდე.

ტენდერის კატეგორია:

  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები