ჩაბარების ვადა:

25 მარტი 2015, 15:00

სტატუსი:

დასრულებული

T431 - კონკურსი კომპიუტერული ტექნიკის შეძენაზე

კონკურსის აღწერილობა:

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით შპს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქმიანობას ეწევა გერმანია-საქართველოს განვითარების თანამშრომლობის სფეროში.

პროექტის ნომერი: 11.2197.9-004.00

პროექტის სახელწოდება: ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართვა სამხრეთ კავკასიაში

დაგეგმილი გვაქვს შევისყიდოთ შემდეგი საქონელი/მომსახურება დანართი 1 - ის შესაბამისად.

კონკურსის ჩაბარების პირობები:

ინტერესის შემთხვევაში გთხოვთ,  25.03.2015 -ის 15:00 საათამდე წარმოგვიდგინოთ თქვენი შემოთავაზება ამობეჭდილი სახით, დახურულ კონვერტში.

გთხოვთ შემოთავაზებები მოგვაწოდოთ ორ ენაზე (ქართულ და ინგლისური ან გერმანული)

დაგვიანებული შემოთავაზებები არ განიხილება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ 2013 წლის მაისიდან სსკ–ს 168-ე მუხლის მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება სარგებლობს გადასახადებისგან გათავისუფლებით (დღგ, აქციზი, იმპორტის გადასახადი) და შესაბამისად ეროვნულ ვალუტაში წარმოდგენილი ფასი არ უნდა შეიცავდეს მოცემულ გადასახადებს.

გთხოვთ კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი:

  • ფირმის სრული სახელწოდება
  • საკონტაქტო ინფორმაცია( ტელეფონი, საკონტაქტო პირი)
  • ტენდერის დასახელება - „კომპიუტერული ტექნიკა“
  • წარწერა ,,კონფიდენციალურია,,
  • გთხოვთ მოაწეროთ ხელი დალუქვის ადგილზე.

გთხოვთ შემოთავაზება წარმოგვიდგინოთ ეროვნულ ვალუტაში, მიუთითოთ რომ ფასი არ შეიცავს დღგ-ს, დაიტანოთ იგი თქვენი ორგანიზაციის ტიტულიან თავფურცელზე, დასვათ ბეჭედი და ხელმოწერა.

აგრეთვე მიუთითოთ შემდეგი მისამართი:

GIZ-ის რეგიონალურ ბიუროს სამხრეთ კავკასიაში

გრიბოედოვის ქ. 31ა/ რუსთაველის გამზირი 41
0108 თბილისი

მიუთითეთ ჩვენი ნიშანი 11.2197.9-004.00 და აგრეთვე ნომერი 91088366

პროცედურული თუ ტექნიკური შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ – შემოთავაზებების ჩაბარებამდე არაუგვიანეს 2 დღისა:

ქალბატონ ანა ჩხეიძეს
ტელ. ნომერი 995 32 2 201805
anna.chkheidze@giz.de

წესების დარღვევის შემთხვევაში შეიძლება თქვენი შემოთავაზება არ იქნას განხილული.

შემოთავაზებების შეფასება სავარაუდოდ დასრულდება 27.03.2015 -სთვის.

შემოთავაზებაში მითითებული უნდა იყოს შეკვეთის შესრულების უმოკლესი ვადები და შემოთავაზების მოქმედების პერიოდი.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ