ჩაბარების ვადა:

5 ოქტომბერი 2018, 12:00

სტატუსი:

დასრულებული

T4327 - ტენდერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის დამხმარე საშუალებების შეძენაზე

ტენდერის აღწერილობა:

ააიპ „დივაინ ჩაილდ ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯია" აცხადებს ტენდერს ქ. ქუთაისსა და ქ. თბილისში მდებარე სპეციალიზირებული მცირე საოჯახო სახლებში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის დამხმარე საშუალებების შეძენაზე, რომელთა რაოდენობა, ზომები და ნიმუშები მოცემულია თანდართულ ტექნიკურ დავალებაში. 

შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა 36100.00 ლარი. (ოცდათექვსმეტიათასასი ლარი 00 თეთრი).

შესყიდვის ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს:

  • აღჭურვილობის ტრანსპორტირება ქუთაისის და თბილისის მცირე საოჯახო სახლებში.
  • აღჭურვილობის აწყობა / მონტაჟი
  • მომსახურების პერსონალის მომზადება/ინსტრუქტაჟი აღჭურვილობის გამოყენებაში.

დამხმარე საშუალებები უნდა იყოს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია მათ მიერ მოსაწოდებელი აღჭურვილობის სტანდარტებთან შესაბამისობისა და ხარისხის გარანტიის შესახებ. კომპანიის შერჩევის შემთხვევაში აღნიშნული ოფიციალური დოკუმენტაცია უნდა ახლდეს თან დამხმარე საშუალებებს.

მომწოდებელი ვალდებულია აღნიშნული აღჭურვილობის მოწოდება განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვის ვადაში.

სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგს:

  • შევსებული ტექნიკური დავალება (იხილეთ დანართი #1). ტექნიკური დავალების შესასრულებლად დართულია ნიმუში (იხ. დანართი #2)
  • ინფორმაცია დამხმარე საშუალებების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის და გარანტიის პირობების შესახებ (მაგალითად, დამხმარე საშულებების კომპანიის წერილი, ინფორმაცია კომპანიის ვებ-გვერდიდან და სხვა)
  • ინფორმაცია ორგანიზაციის გამოცდილების შესახებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ან ზრდასრული პირების დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის კუთხით (ინფორმაცია განხორციელებული აქტივობების შესახებ)
  • იმ პროფესიონალის/პროფესიონალების ავტობიოგრაფია (CV) და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომლებიც უზრუნველყოფენ ბავშვებისთვის დამხმარე საშუალებების მორგებას და მომსახურების პერსონალის ინსტრუქტაჟს.
  • ინფორმაცია ორგანიზაციის საგადასახადო დავალიანების შესახებ.

სასურველია ორგანიზაციას ქონდეს გამოცდილება საერთაშორისო შესყიდვების კუთხით.

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 05.10. 2018. 12:00 სთ.

საკონტაქტო პირი:
ლალი ცერცვაძე.
ტელ: 574 557 554;
lalicercvadze@gmai.com 

სატენდერო წინადადება წარმოდგენილ იქნას დალუქულ კონვერტში მისამართზე: თბილისი ბეჟანიშვილის შესახვევი #8. მცირე საოჯახო სახლი. დღის 10-12 სთ შუალედში.

ტენდერის კატეგორია:

  • 34900000 სხვადასხვა სატრანსპორტო მოწყობილობა და სათადარიგო ნაწილები
  • 33100000 სამედიცინო მოწყობილობები