ჩაბარების ვადა:

30 მარტი 2015, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T433 - ტენდერი ბრენდირებული სტაციონალური კალმების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს ტენდერს ბრენდირებული სტაციონალური კალმების შესყიდვაზე.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:

  • კომპანიის მიმოხილვა (განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 1 წელიწადია დაფუძნებული) ყველა დამფუძნებლის და მფლობელის ინფორმაციის მითითებით;
  • სატენდერო წინადადება თანდართული ფასების ცხრილის მიხედვით;
  • ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
  • სტაციონალური კალმის ნიმუში;
  • ანგარიშსწორების პირობები;
  • ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;

შესყიდვის ობიექტის რაოდენობა და ტექნიკური პირობები:

დასახელება რაოდენობა (ცალი) ფერი ერთეულის ფასი
ბრენდირებული სტაციონალური კალამი 30,000 წითელი - თეთრით  
 ჯამური ღირებულება (დღგ-ს ჩათვლით)  

კალმები, მომწოდებელის მიერ უნდა დაიბრენდოს ბანკის მოთხოვნის შესაბამისად.

წარმოდგენილ ფასებში გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა ხარჯი დაკავშირებული ყველა სახის გადასახდელებთან, ასევე შემსყიდველისადმი მიწოდებასთან და მის საკუთრებაში გადაცემასთან.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს. შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2015 წლის 30 მარტი, 17:00 საათი. ადგილმდებარეობა: სს „ლიბერთი ბანკი“, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, ქ.თბილისი, 0162.

გთხოვთ, შემოთავაზებები მოგვაწოდოთ დალუქულ კონვერტში და მიუთითოთ: თქვენი კომპანიის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, სატენდერო კომიტეტი, სს „ლიბერთი ბანკი“ (ტენდერი ბრენდირებული სტაციონალური კალმების შესყიდვაზე).

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ:

თამუნა მუჯირი

ტელ: 599 56 54 10

ელ-ფოსტა: tamuna.mujiri@libertybank.ge

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ