22 ოქტომბერი 2018, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT4332 - ტენდერი წყლის გამწმენდი მოწყობილობასა და მის მონტაჟზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს ,,აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი“ აცხადებს ტენდერს ერთ ლოტად:
- შესასყიდ საქონელს წარმოადგენს წყლის გამწმენდი მოწყობილობა და მისი მონტაჟი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს 12-15 მ3/სთ წარმადობის ჭის წყლის სასმელ წყლამდე მიყვანა (გაწმენდა/გაფილტვრა);
- საქონლის მიწოდების ადგილი - ქ. თბილისი, ნოდარ ბოხუას ქ.N12/ ლუბლიანას ქ. N66;
- საქონლის მიწოდება/მონტაჟი უნდა განხორციელდეს აღნიშნულ სფეროში საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა სრული დაცვით;
- წყლის ქიმიური , მიკრობიოლოგიური და რადიოლოგიური მახასითებლები მოცემულია დანართში N1.
დაინტერესებულმა კანდიდატმა სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს შემდეგი ინფორმაცია:
- საქონლის დასახელება, მწარმოებელი, ფასი, სპეციფიკაცია, მიწოდების ვადა, შესაბამისი ხარისხის სერთიფიკატები და სხვა);
- ღირებულების გადახდის პირობა და ფორმა;
- მისაწოდებელი საქონლის/შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა;
- გაღნიშნულ სფეროში ბოლო 3 წლის გამოცდილების დამადასტურებელი საბუთები (სად და როდის, რომელ ფირმას გაუწია ანალოგიური მომსახურება და ა.შ.);
- საგარანტიო პირობები;
ტენდერში მონაწილეობისთვის დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელექტრონული სისტემის (ამავე საიტის) საშუალებით და ასევე ელექტრონულ ფოსტაზე გადმოგზავნით უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
- პრეტენდენტის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი, პასუხისმგებელი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- საბანკო რეკვიზიტები;
სატენდერო კომისია განიხილავს წარმოდგენილ ყველა სატენდერო წინადადებას და გამარჯვებულად გამოავლენს კომპანიას, ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების ერთობლიობის გათვალისწინებით:
- ხარისხი
- ფასი
- მიწოდების ვადა (ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 6 კვირა)
- კომპანიის გამოცდილება
- საგარანტიო ვადა
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კომპანიასთან/ კომპანიებთან.
სატენდერო კომისიის მიერ გამოვლენილ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ხელშეკრულების გაფორმებამდე მოეთხოვება:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან პირის რეგისტრაციის შესახებ;
- კომპანიასთან საკონტაქტო პირის სახელი/გვარი, ტელეფონის ნომერი;
- ცნობა საგადასახადო სამსახურიდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- ცნობა სასამართლოდან, რომ არ მიმდინარეობს მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.
სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი.
შესაძლებელია განხორციელდეს პრეტენდენტებისაგან სხვა დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა ან/და წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადაა: 22.10.2018 წლის, 18:00 სთ–მდე.
შენიშვნა: ტენდერი ტარდება "1 კონვერტის პრინციპით", რომელიც არ ითვალისწინებს ვაჭრობის ეტაპს, შესაბამისად, პრეტედენტ(ებ)ის მიერ სატენდერო განცხადებაში უნდა მიეთითოს მათ მიერ მოწოდებული საქონლის საბოლოო ღირებულება.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საკონტაქტო პირს:
ნიკოლოზ ფორჩხიძე
ტელ: 557 117 111
ელ.ფოსტა: porchkhidze.nikolozi@gmail.com
ტენდერის კატეგორია:
- 42200000 მანქანა-დანადგარები საკვების, სასმელებისა და თამბაქოს გადასამუშავებლად და მათთან დაკავშირებული ნაწილები
- 51500000 მანქანა-დანადგარებისა და მოწყობილობების მონტაჟი
- 65100000 წყლის განაწილება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები