ჩაბარების ვადა:

1 ოქტომბერი 2018, 16:00

სტატუსი:

დასრულებული

T4334 - ტენდერი ოთახმაცივრებისა და საციებელი აგრეგატების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

ს.ს. ვენ ჯორჯია - აცხადებს ტენდერს:

  • ნომრით W-02
  • დანიშნულება: ოთახმაცივრების და საციებელი აგრეგატების შესყიდვა

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

  • სპეციფიკაცია-იხ. დანართი-1
  • დანართი-2 ნახაზი
  • ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

  • შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • სარეკომენდაციო წერილები;

ტენდერის პირობები:

  • ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);
  • ფასები უნდა შეიცავდეს საწყობში ტრანსპორტირებას- ორხევი ახვლედიანის 25
  • მოთხოვნილი საქონელი მოწოდებული უნდა იქნას 2018 წლის 15 ოქტომბრამდე.
  • გადახდის პირობები: 50% წინსწრება და 50% საქონლის მიღებიდან 20 სამუშაო დღე.

გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება : შესყიდვების დეპარტამენტი;
  • წარწერა: "კონფიდენციალურია";
  • გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.

სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: თბილისი, მოსაშვილის 11-ში მე-5 სართულზე. სს „ვენ ჯორჯია“

  • შემოთავაზების მიღება იწყება 24.09.2018 16:00
  • შემოთავაზების მიღება მთავრდება 01.10.2018 16:00

შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
თამარ ძიძიგური
შესყიდვების დეპარტამენტი
ს.ს „ვენ ჯორჯია“
სათაო ოფისი, მოსაშვილის 11
ტელ.: (+99532) 2557557,
577-121-588

ტენდერის კატეგორია:

  • 42500000 გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობები