ჩაბარების ვადა:

20 ოქტომბერი 2018, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T4348 - კონკურსი სკვერის დიზაინის ესკიზის შესარჩევად

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ აცხადებს კონკურს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით ქარხნის ცენტრალური შესასვლელის და მიმდებარე სკვერის დიზაინის ესკიზის შესარჩევად.

კონკურსის მიზანი: ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით:

  • ფეროშენადნობთა ქარხნის ცენტრალური შესასვლელის დიზაინის ესკიზის პროექტის შერჩევა (საპროექტო ტერიტორიის ცენტრალური ნაწილი);
  • ქარხნის დამაარსებლის, გიორგი ნიკოლაძის არსებული მემორიალის რეკონსტრუქციის დიზაინის პროექტის ესკიზის შერჩევა (საპროექტო ტერიტორიის მარჯვენა ნაწილი);
  • გიორგი ნიკოლაძის სახელობის სკვერისათვის დიზაინის პროექტის ესკიზის შერჩევა (საპროეტო ტერიტორიის მარცხენა ნაწილი).

საკონკურსო ობიექტის მდებარეობა: ქ. ზესტაფონი; სტაროსელსკის ქ; თბილისი-ქუთაისის დამაკავშირებელი საავტომობილო მაგისტრალის გასწვრივ.

საკონკურსო ობიექტის დანიშნულება:

  • ქარხნის ცენტრალური შესასვლელის და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, საწარმოს საჭიროებისა და სპეციფიკის გათვალისწინებით;
  • ქარხნის დამაარსებლის მემორიალის განახლება/მოდერნიზაცია;
  • რეკრეაციული ზონების მოწყობა.

კონკურსის ტიპი: ღია კონკურსი
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ მსურველს - როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირს, რომელსაც მოეთხოვება საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებაში შესაბამისი კვალიფიკაცია და გამოცდილება, რომელიც დააკმაყოფილებს ქვემოთ მოცემულ პირობებს და წარმოადგენს დიზაინის ესკიზს დადგენილ ვადებში და მოთხოვნილი ფორმით.

კონკურსის გამოქვეყნების თარიღი: 26 სექტემბერი 2018 წელი

საკონკურსო პირობების აღწერა:
კონკურსანტს მოეთხოვება დიზაინის ესკიზის მომზადებისას გაითვალისწინოს შემდეგი პირობები:

  • ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ცენტრალური შესასვლელის, პროექტი უნდა ითვალისწინებდეს სატვირთო მანქანების მოძრაობის და შემოწმების ინფრასტრუქტურას;
  • შესასვლელის მარჯვენა მხარეს გათვალისწინებული უნდა იყოს სატვირთო და მსუბუქი ავტომანქანების, ფეხით მოსიარულეთა საკონტროლო-გამშვები პუნქტი;
  • შესასვლელის მარცხენა მხარეს გათვალისწინებული უნდა იყოს არანაკლებ 100 მ2 ფართობის მსუბუქი კონსტრუქციის ნაგებობა;
  • მემორიალზე არსებული გიორგი ნიკოლაძის პორტრეტი უცვლელად უნდა იქნას შენარჩუნებული;
  • მემორიალის ტერიტორიაზე განთავსებული ინდუსტრიული ელემენტი - ლითონის გამოსაშვები ციცხვი - უნდა იქნას შენარჩუნებული;
  • მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შადრევნების ნაცვლად, გათვალისწინებული უნდა იქნას გამდინარე წყლით გაფორმებული მინიმუმ ერთი ზონა, ქანდაკების პოსტამენტის განახლება, ბილიკებისა და გამწვანებების კომპოზიციური სქემა;
  • ტერიტორიაზე ასევე გათვალისწინებული უნდა იქნას მცირე არქიტექტურული ფორმები, მსუბუქი კონსტრუქციის არანაკლებ 60 მ2 ფართობის სივრცე - კაფე შიდა და გარე დასაჯდომი ადგილებით.

ესკიზის დიზაინის ტექნიკური შესრულების და წარმოდგენის მოთხოვნები:
კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი უნდა იყოს:

  • საპროექტო გენ-გეგმა 1:500 ან 1:200 მასშტაბით (ესკიზურ დონეზე);
  • საპროექტო ტერიტორიის ვიზუალიზაცია მინიმუმ 4 ხედით (რენდერის სახით);
  • საპროექტო ტერიტორიის ფოტომონტაჟი მინიმუმ 2 ხედით;
  • საკონკურსო ესკიზი უნდა შესრულდეს A1 ფორმატზე, რომლის წარმოდგენა სავალდებულოა ქაღალდზე დაბეჭდილი და მყარ მასალაზე გადაკრული ფორმით;
  • საკონკურსო ესკიზი წარმოდგენა ასევე სავალდებულოა ელექტრონულად, PDF ფორმატში CD-ზე ჩაწერილი ფორმით;
  • ესკიზს თან უნდა ერთვოდეს პროექტის განმარტებითი ბარათი, დიზაინის შინაარსის დეტალური, მკაფიო განმარტებით;
  • ერთ კონკურსანტს შეუძლია წარმოადგინოს მხოლოდ ერთი ესკიზი;
  • კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ქონებრივად და უფლებრივად უნაკლო ესკიზი/ები, არცერთ მესამე პირს არ უნდა გააჩნდეს ქონებრივი, უფლებრივი ან ინტელექტუალური საკუთრების მოთხოვნები კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი ესკიზის/ების მიმართ.

საკონკურსი ესკიზების წარმოდგენის ფორმა და ვადა:

  • კონკურსანტმა საკონკურსო მასალა უნდა წარმოადგინოს თანდართული ფორმის (დანართი N1) განაცხადთან ერთად;
  • კონკურსანტმა განაცხადი და ესკიზი/ები (დაბეჭდილი და ელექტრონული ფორმით) უნდა მოათავსოს დალუქულ კონვერტში;
  • კონვერტზე მითითებული უნდა იყოს ადრესატი და კონკურსის დასახელება: „შპს „ჯორჯიან მანგანეზი“. ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით ქარხნის ცენტრალური შესასვლელის და მიმდებარე სკვერის დიზაინის ესკიზის შესარჩევი კონკურსი“
    შენიშვნა (!!!): დალუქულ კონვერტზე არ უნდა იყოს მითითებული სხვა არანაირი ინფორმაცია.

საკონკურსო ესკიზების განხილვისა და გამარჯვებული ესკიზის გამოვლენის ვადები და პირობები:

  • ჟიურის მიერ საკონკურსო მასალის განხილვა იწარმოებს მათი წარმოდგენის ვადის ამოწურვის შემდგომ, მაგრამ არაუგვიანეს 2018 წლის 29 ოქტომბრისა;
  • ჟიურის მოთხოვნის შემთხვევაში, კონკურსანტს შესაძლებელია მოეთხოვოს დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა. ამ შემთხვევაში, მოთხოვნილი ინფორმაცია ჟიურის უნდა მიეწოდოს მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა;
  • ესკიზების შეფასება მოხდება შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
    - იდეა;
    - დიზაინის შინაარსი;
    - კომპოზიციური გადაწყვეტა;
    - ესკიზის/ების შესრულების ხარისხი;
    - კონკურსის მიზანთან შესაბამისობა.

გამარჯვებულის დასახელება მოხდება საზეიმო ვითარებაში, შპს „ჯორჯიან მანგანესის“ ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე, 2018 წლის 30 ოქტომბერს.

გამარჯვებული ესკიზისათვის დაწესებული ჯილდოს ოდენობა და ანაზღაურების პირობები:

  • კონკურსში გამარჯვებული დიზაინის ესკიზისათვის დაწესებულია ფულადი ჯილდო 1.000 (ერთიათასი) ლარის ოდენობით (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე);
  • კონკურსში გამარჯვებული ესკიზის ავტორისათვის ფულადი ჯილდოს ანაზღაურება განხორციელდება მის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის წესით, გამარჯვებულ კონკურსანტთან საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების მიზნით ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

დაინტერესებული პირები, პირობების და მოთხოვნების დასაზუსტებლად, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და საკონკურსო ობიექტის ადგილზე ვიზიტის დასაორგანიზებლად, დაგვიკავშირდით
ტელ: 577 234580; 577 234597.
ელექტრონული ფოსტა: competition@gm.ge 

საკონკურსო ნამუშევრების მიიღება იწარმოებს:

2018 წლის 27 სექტემბრის 10.00 საათიდან - 2018 წლის 20 ოქტომბრის 18.00 საათამდე, სამუშაო დღეებში, შემდეგ მისამართებზე:

  • ქ. ზესტაფონი, საქარხნოს ქ. N9; შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ცენტრალური კანცელარია; 09.00 საათიდან 18.00 საათამდე;
  • ქ. თბილისი, ალექსიძის ქ. N12; ბიზნეს ცენტრი „ქინგ დევიდი“; მე-8 სართული; 10.00 საათიდან 19.00 საათამდე.

დაინტერესებულის პირებისათვის, შესაძლებელია შემდეგი მასალის მიწოდება:

  • საპროექტო ტერიტორიის ტოპოგრაფიული გეგმა, საპროექტო არეალის საზღვრების ჩვენებით;
  • საპროექტო ტერიტორიის საზღვრის და რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ვექტორული DVG ფაილები;
  • საპროექტო ტერიტორიის ფოტოები.

ტენდერის კატეგორია:

  • 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები