ჩაბარების ვადა:

5 ოქტომბერი 2018, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T4356 - ტენდერი სერვერის ოპერატიული მეხსიერებების მიწოდებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ კომპანიებს (შემდგომ – პრეტენდენტი) სთავაზობს შეთავაზების წარმოდგენას სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგისთვის“ სერვერის ოპერატიული მეხსიერებების მიწოდებაზე.

შერჩევის პროცესი ჩატარდება შემდეგი სქემით:

  • პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არა უგვიანეს 2018 წლის 5ოქტომბრისა.
  • სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და ახდენს პრეტენდენტის შეფასებას და შერჩევას წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით.
  • საჭიროების შემთხვევაში შერჩეულ პრეტენდენტთან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
  • საბოლოო ეტაპზე მოხდება პრეტენდენტ/ებ/ის შერჩევა და გაფორმდება ერთ ჯერადი ხელშეკრულება.

ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:

  • ტენდერის გამოცხადება 28.09.2018
  • სატენდერო წინადადებების მიღება 5.10.2018
  • გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის შერჩევა და შეტყობინების გაგზავნა 10.10.2018
  • ხელშეკრულების გაფორმება 13.10.2018

ტენდერი ჩატარდება 2 ლოტად:

  • ოპერატიული მეხსიერება (32768 MB) (ლოტი 1);
  • ოპერატიული მეხსიერება (16384 MB) (ლოტი 2).

პრეტენდენტი პასუხისმგებელია შერჩევის პროცესის დასრულებამდე შეინარჩუნოს მათ მიერ მოწოდებული შემოთავაზების კონფიდენციალურობა.

პრეტენდენტის მიერ სატანდერო წინადადება სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგს“ ეგზავნება ელექტრონული ფოსტის, შემდეგ მისამართზე: tenders@aldagi.ge 

კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე tenders@aldagi.ge 

ტენდერის კატეგორია:

  • 48800000 საინფორმაციო სისტემები და სერვერები
  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები