8 ოქტომბერი 2018, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT4363 - ტენდერი დაგეგმილი ჰიდროელექტრო სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მერქნული რესურსის აღრიცხვის დოკუმენტაციის მომზადებაზე
ტენდერის აღწერილობა:
საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია აცხადებს ტენდერს მომსახურების: დაგეგმილი ჰიდროელექტრო სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მერქნული რესურსის აღრიცხვის დოკუმენტაციის მომზადებაზე #01/10-GIEC-S/RES-18
მომსახურების აღწერა: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. გომში დაგეგმილი ბჟუჟა 2 ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე მერქნული რესურსის აღრიცხვა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმებისა და სტანდარტების მიხედვით.
დართულ ფაილებში, გთხოვთ, იხილოთ:
ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობის ბუფერი;
ტექნიკური დავალება.
საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება წარმოდგენილი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ შესრულებული ანალოგიური/მსგავსი სამუშაოების შესახებ (სამუშაოს დასახელების, კონტრაგენტი ორგანიზაციის, პერიოდის მითითებით);
- ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ (გაწერილი გეგმა-გრაფიკი):
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე. - პრეტენდენტი კომპანიის იურიდიული და საბანკო რეკვიზიტები.
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
წინადადების წარდგენის წესი:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18.
- საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: ვასილ მაისურაძე. ელ.ფოსტა: v_maisuradze@gig.ge ; საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22.
- საკონტაქტო პირი ტექნიკური საკითხებთან დაკავშირებით: გიორგი მარგებაძე; საკონტაქტო ნომერი: 577 37 01 03.
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 8 ოქტომბერი, 18:00 საათი.
ტენდერის კატეგორია:
- 71300000 საინჟინრო მომსახურებები
- 71400000 მომსახურება ურბანული დაგეგმარებისა და ლანდშაფტური არქიტექტურის სფეროში
- 77200000 სატყეო მეურნეობასთან დაკავშირებული მომსახურებები