ჩაბარების ვადა:

10 ოქტომბერი 2018, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T4366 - მოწვევა კონტრაქტორის შესარჩევად რეზინის ამოსაგების ნარჩენების გაყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

Rich Metals Group აცხადებს ტენდერს რეზინის ამოსაგების ნარჩენების გაყიდვაზე.

  • გასაყიდი პროდუქციის დასახელება - რეზინის ამოსაგების ნარჩენები
  • პროდუქციის საორიენტაციო მოცულობა - 5-7 ტონა
  • პროდუქციის დეტალური აღწერილობა: იხ. დანართი No2; (დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ პროდუქციის ადგილზე დათვალიერება )
  • კომერციული წინადადებების მიღების ბოლო ვადა: 10.10.2018

მდებარეობა: ბოლნისის რაიონი, დაბა კაზრეთი.

კონტრაქტორების შერჩევის პროცესში მონაწილე კომპანიები ადასტურებენ თავიანთ თანხმობას ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებით თანამშრომლობაზე და გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ უზრუნველყოფენ სამუშაოთა შესრულებას წარმოდგენილი კომერციული წინადადადებისა და დოკუმენტების მიხედვით. შესაძლებელია ამ დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაციის მეტად დეტალიზირება და დაზუსტება ორგანიზატორის მიერ.
პროცესში მონაწილეობის მსურველმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება .

მონაწილემ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

  • კომერციული წინადადება:
  • ენა: ქართული ან რუსული
  • კომერციულ წინადადებაში წარმოდგენილი ფასები ფიქსირებული უნდა იყოს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი კომერციული წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.
  • კომერციული წინადადება, რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, არ იქნება განხილული. 

მყიდველი ვალდებულია, საკუთარი ხარჯებითა და საშუალებებით მოახდინოს „ გამყიდველის “საწარმოო ტერიტორიაზე პროდუქციის დახარისხება და შემდგომი მისი ტრანსპორტირება.
ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდა განხორციელდება პროდუქციის გატანამდე და მხოლოდ პროდუქციის ღირებულების გადახდის შესაბამისი საბუთის გამყიდველისათვის წარდგენის შემდეგ მოხდება მისი გატანა საწარმოო ტერიტორიიდან.

კომერციული წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:

  • ღირებულება;
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (კომპანია);
    პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ფიზიკური პირი)
  • რეკვიზიტები: ფაქტობრივი და იურიდიული მისამართი, საკონტაქტო პირის ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტის მისამართი, საბანკო რეკვიზიტები;

კომერციული წინადადებები ძალაში იქნება კონტრაქტორის შერჩევის პროცესის დასრულებამდე. აღნიშნული პროცესი დასრულებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებები გაფორმდება მხარეებს შორის.

  • მონაწილე კომპანიის კომერციული წინადადება განხილული იქნება, როგორც საფუძველი კონტრაქტორის შერჩევის პროცესში პოტენციური პრეტენდენტის გამოვლენისათვის.
  • ანტიკორუფციული პირობები: პოტენციური პრეტენდენტი, ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ვალდებულია დაემორჩიულოს ანტიკორუფციულ პირობებს, რომლებიც წარმოდგენილია დანართში #1
  • კომერციული წინადადების ჩაბარების პირობები: ყველა კომერციული წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ორგანიზატორის მისამართზე : ქალაქი თბილისი, მ.ალექსიძის ქუჩა #1, შესახვევი #3. წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქული კონვერტით.

კომერიცული წინადადებები შესაძლებელია ასევე წარმოდგენილ იქნეს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
TO- LPirveli@richmetalsgroup.com 
CC – Zdzagnidze@richmetalsgroup.com 

საკონტაქტო ინფორმაცია:
მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტი:
დირექტორის მოადგილე:
ზურა ძაგნიძე
Т +995 599 128 686

მდივანი:
ლილე პირველი
Т +995 579 552 051.

ტენდერის კატეგორია:

  • 19500000 რეზინისა და პლასტმასის მასალები
  • 44400000 სხვადასხვა ქარხნული წარმოების მასალა და მათთან დაკავშირებული საგნები