ჩაბარების ვადა:

16 ოქტომბერი 2018, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T4367 - ტენდერი დაშვების სისტემების მომსახურებასა და ახლის მონტაჟზე

ტენდერის აღწერილობა:

სს ფინკა ბანკი საქართველო მიკროსაფინანსო ჰოლდინგის FINCA Microfinance Holdings (FMH) გლობალური ქსელის ნაწილია, ფინკა ბანკს ძლიერი საერთაშორისო ფინანსური პარტნიორები ჰყავს როგორიცაა: FINCA International (USA), საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია (IFC, World Bank Group) (USA), KFW Bankengruppe-გერმანიის განვითარების ბანკი, FMO-ნიდერლანდების გაერთიანებული ბანკი, responsAbility Social Investments AG, და Triple Jump. სს ფინკა ბანკი საქართველო, დღეისათვის 36 სერვის ცენტრის საშუალებით საბანკო მომსახურებას უწევს 100 000-ზე მეტ მომხმარებელს ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში

სს „ფინკა ბანკი საქართველო“ აცხადებს ტენდერს:დაშვების სისტემების მომსახურებაზე და ახლის მონტაჟზე.

ხელშეკრულება დაიდება 1 წლის ვადით.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს შემდეგი სამუშაოების შესრულება:

  • შეტყობინებისთანავე არსებული დაშვების სისტემების ტექნიკური მომსახურება;
  • დამონტაჟებული აპარატურის პროგრამული უზრუნველყოფის გამართვა და ფინკა ბანკი საქართველოს მოთხოვნებზე მორგება.
  • საცავებში დაშვების სისტემების მონტაჟი.
  • საგარანტიო ვადის განმავლობაში დაზიანებული საქონლის შეკეთება/გამოცვლა უფასოდ;

სატენდერო დოკუმენტაცია და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მწარმოებელს უნდა გააჩნდეს მინიმუმ ერთი ავტორიზებული სერვის ცენტრი საქართველოში (სასურველია/ჩაითვლება უპირატესობად);
  • მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს MAF (Manufacturer Authorization Form) (სასურველია/ჩაითვლება უპირატესობად);
  • მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს განხორციელებული მსხვილი პროექტების ჩამონათვალი;
  • მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული საქონლის სრული ტექნიკური სპეციფიკაცია;
  • მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს არსებული და შემოთავაზებული ტექნიკური გადაწყვეტილების მხარდაჭერის პირობები
  • მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს სარეკომენდაციო წერილი;
  • განახლებული ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ანგარიშსწორების პირობები;
  • მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს მოწოდების პირობები;
  • მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს საგარანტიო პირობები;

სატენდერო დოკუმენტაციასთან ერთად უნდა წარმოადგინონ ფინკა ბანკი საქართველოს სათაო ოფისში: ვაჟა ფშაველას 71, მესამე სართული, ოფისი 12. დალუქული კონვერტით 2018 წლის 16 ოქტომბრამდე , ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა 9 დან 6 საათამდე. კონვერტზე მითითებული უნდა იყოს ტენდერის სახელწოდება: „დაშვების სისტემების მომსახურებაზე და ახლის მონტაჟზე“.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მოგვწერეთ procurement@finca.ge 

სს ფინკა ბანკი საქართველო ახორციელებს საქმიანობას უმაღლესი ეთიკური და პროფესიული სტანდარტების მიხედვით და ბანკის შიდა წესების მიხედვით, ბანკის თანამშრომელს და/ან მასთან დაკავშირებულ პირს არ შეიძლება ჰქონდეს პირდაპირი ან არაპირდაპირი ფინანსური ინტერესი ბანკის რომელიმე კონტრაჰენტთან (ინტერესთა კონფლიქტი). აღნიშნულის გათვალისწინებით, ტენდერში მონაწილე კომპანიასა და ბანკის თანამშრომელს და/ან მათთან დაკავშირებულ პირებს შორის არ უნდა არსებობდეს ინტერესთა კონფლიქტი.

წინამდებარე განაცხადის გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შეუფერხებელი საქმიანობის განხორციელების და მონაცემების დამატებითი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ბანკმა თქვენი მონაცემების დამუშავებისას გამოიყენოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ნებადართული აუთსორსინგული ურთიერთობის ფარგლებში მომსახურების გამწევი კორპორაცია მაიკროსოფტის მიერ შეთავაზებული „ღრუბლოვან სერვერებზე“ მონაცემების შენახვის სერვისი, რომელიც განთავსებულია აშშ-ში. ამასთან, მონაცემთა მიმღები მაღალი სტანდარტებით იღებს ყველა შესაბამისი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომებს, რათა მკაცრად დაიცვას მიღებული მონაცემების კონფიდენციალურობა.

ტენდერის კატეგორია:

  • 32300000 ტელედა რადიოსიგნალის მიმღებები და აუდიოან ვიდეოგამოსახულების ჩამწერი ან აღწარმოების აპარატურა
  • 35100000 საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობები და უსაფრთხოების საშუალებები