ჩაბარების ვადა:

16 ნოემბერი 2018, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T4370 - საგრანტო კონკურსი მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმოქმნის შემცირებისა და სეპარირებული შეგროვების საკითხების პოპულარიზაციის და შესაბამისი სისტემების აწყობის საკითხებზე

ტენდერის აღწერილობა:

USAID WMTR II აცხადებს საგრანტო კონკურსს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმოქმნის შემცირებისა და სეპარირებული შეგროვების (პლასტმასა, ქაღალდი, შუშა, ალუმინის ქილა) საკითხების პოპულარიზაციის და შესაბამისი სისტემების აწყობის საკითხებზე

  • მომწოდებელი: USAID-ის WMTR II პროგრამა
  • გამოქვეყნდა: 1 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 16 ნოემბერი
  • თანდართული ფაილი: დაზიპული ფაილი ყველა ანექსით

USAID-ის WMTR II პროგრამა, ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში, ფაზა II (USAID WMTR II), რომელსაც ახორციელებს CENN, აცხადებს საგრანტო კონკურსს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიული პირებისათვის, რომლებიც განახორციელებენ მყარი ნარჩენების წარმოქმნის შემცირებისა და სეპარირებული შეგროვების (პლასტმასა, ქაღალდი, შუშა, ალუმინის ქილა) პოპულარიზაციისა და ასეთი მიდგომების დანერგვისაკენ მიმართულ საქმიანობებს.

საგრანტო კონკურსი ითვალისწინებს ისეთი აქტივობების იმპლემენტაციას, რომლებიც ხელს შეუწყობენ სამიზნე რეგიონების მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შემცირებისა და სეპარირების მნიშვნელობაზე, ასევე, შესთავაზებენ ბენეფიციარებს კონკრეტულ სისტემებს აღნიშნული საკითხების განსახორციელებლად და ხელს შეუწყობენ ამ მიდგომების დანერგვას.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ისეთ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებს, რომლებიც დარეგისტრირებულები არიან ან ოპერირებენ USAID WMTR II პროგრამის სამიზნე რეგიონებში - აჭარა, შიდა ქართლი, კახეთი, და ქალაქი თბილისი. იურიდიულ პირებს, რომლებსაც სურთ კონკურსში მონაწილეობა და დარეგისტრირებულები არიან და ოპერირებენ სხვა რეგიონებში, შეუძლიათ, წარადგინონ საგრანტო განაცხადი იმ პირობით, რომ ისინი განახორციელებენ წარმოდგენილი განაცხადით გათვალისწინებულ აქტივობებს (ამ აქტივობებიდან ერთ-ერთს ან რამდენიმეს) პროგრამის სამიზნე რეგიონებში. ამ შემთხვევაში, აპლიკანტმა, განაცხადში უნდა წარადგინოს ამის ნათელი დადასტურება.

გრანტები გაიცემა და განხორციელდება USAID-ის და აშშ მთავრობის იმ რეგულაციების დაცვით, რომლებიც გამოიყენება გრანტების, კონტრაქტების დროს, WMTR II პროექტის საგრანტო პროგრამის მართვის პოლიტიკის შესაბამისად.

განაცხადში აუცილებლად უნდა მიეთითოს ქვე-გრანტის განაცხადის ნომერი: RFA # 18-002. 
განაცხადები წარდგენილ უნდა იქნეს არაუგვიანეს 2018 წლის 16 ნოემბრისა (18:00 სთ), ელექტრონული ან ბეჭდვითი ფორმით შემდეგ მისამართზე:
მისამართი: საქართველო,
ქ. თბილისი, 0105
ბეთლემის ქუჩა #27
ელექტრონული ფოსტა: shorena.ebanoidze@cenn.org 

დაგვიანებული ან შეუსაბამო განაცხადები არ განიხილება.

ყველა სხვა საჭირო ინფორმაცია იხილეთ დანართში.
სატელეფონო ზარები არ მიიღება.

ტენდერის კატეგორია:

  • 79300000 ბაზრის კვლევა და ეკონომიკური კვლევა; გამოკითხვები და სტატისტიკა
  • 79400000 ბიზნესსა და მენეჯმენტთან დაკავშირებული კონსულტაციები და მომსახურებები
  • 73200000 კვლევასა და განვითარებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებები