ჩაბარების ვადა:

9 ოქტომბერი 2018, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T4374 - ტენდერი სანებართვო პროცედურებთან დაკავშირებული მომსახურეობის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს “ნეოგაზი” აცხადებს ტენდერს სანებართვო პროცედურებთან დაკავშირებული მომსახურეობის შესყიდვაზე #10/02-NEO-S/LP-18

მომსახურების აღწერა:

  • სხვადასხვა სახის პროექტებთან (ახალი მშენებლობა, რეკონსტრუქცია, კეთილმოწყობა,
  • მილსადენის მშენებლობა ან/და რეგისტრაცია, წყალგაყვანილობა-წყალარინება-კანალიზაცია) დაკავშირებული შესაბამისი ნებართვის და შეთანხმების მოპოვება საჯარო და კერძო (საკომუნიკაციო) სამსახურებიდან;
  • ნებართვისთვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმება შესაბამის სამსახურებთან, როგორც თბილისის, ასევე რეგიონის მასშტაბით, კერძოდ, ქ. თბილისის მერია და მისი სამსახურები, ეკონომიკის სამინისტრო, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო, იუსტიციის სამინისტრო, დაცვის სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი, სილქნეტი, GWP, მაგთიკომი, თელასი, ენერგო პრო, ყაზტრანსგაზი, სოკარი;
  • საჭიროებიდან გამომდინარე ნებისმიერი სახის აუქციონში მონაწილეობა და მასთან დაკავშირებული პროცედურების უზრუნველყოფა, კერძოდ, მიმართვის მომზადება, აუქციონში მონაწილეობა და აუქციონის შემდგომი პროცედურების ორგანიზება (ხელშეკრულების გაფორმება, რეესტრში რეგისტრაცია და სხვა);
  • ზემოთაღნიშნულ საჯარო და კერძო სამსახურებთან ურთიერთობა სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით და საარქივო ან/და სტატისტიკური დოკუმენტაციის გამოთხოვა;
  • პროექტებისათვის საჭირო აზომვითი ნახაზების შემუშავება/დაგეგმარება და ერთიანი პროექტის წარმოდგენა;

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით ერთი კალენდარული წლით;
  • ინფორმაციის ორგანიზაციის მიერ შესრულებული ანალოგიური სამუშაოების შესახებ;
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
  • პრეტენდენტის იურიდიული და საბანკო რეკვიზიტები.

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

წინადადების წარდგენის წესი:

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი გიორგი გიორგაძე. საკონტაქტო ნომერი: 599 97 88 18;

წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 9 აგვისტო, 17:00 საათი.

ტენდერის კატეგორია:

  • 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები
  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები