ჩაბარების ვადა:

26 ოქტომბერი 2018, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T4376 - ტენდერი სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებზე

ტენდერის აღწერილობა:

სს “პროკრედიტ ბანკი” მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც იურიდიულ და ფიზიკურ პირებს საბანკო მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს. „პროკრედიტ ბანკი“ საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს. ბანკს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ის მიერ მინიჭებული აქვს BB რეიტინგი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია. „პროკრედიტ ბანკი“ საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის ნაწილია, რომელიც მსოფლიოს 3 კონტინენტზე მდებარე ბანკებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს აერთიანებს. პროკრედიტ ჯგუფს სათავეში უდგას პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანქფურტი, გერმანია). პროკრედიტ ჰოლდინგსა და პროკრედიტ ჯგუფს ზედამხედველობას უწევს ფინანსური საზედამხედველო ორგანო (BaFin), რომელიც პროკრედიტ ბანკების სანდოობისა და სტაბილურობის გარანტია.

სს პროკრედიტ ბანკი - აცხადებს ტენდერს: სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებზე.

ძირითადი მოთხოვნები:

  • კომპანიის მოძიება -სამშენებლო - სარემონტო სამუშაოების ჩატარებისთვის

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

  • ფასების ცხრილი -დანართი N 1
  • შევსებული და ხელმოწერილი საგარანტიო პირობების ცხრილი -დანართი N 2
  • სააპლიკაციო ფორმა;

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

  • სარეკომენდაციო წერილი
  • შევსებული და ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა (იხ.თანდართულ ფაილი);
  • შევსებული და ხელმოწერილი ფასების ცხრილი -დანართი N 1 (იხ.თანდართულ ფაილი);
  • შევსებული და ხელმოწერილი საგარანტიო პირობების ცხრილი -დანართი N 2 (იხ.თანდართულ ფაილი);
  • ანგარიშსწორების პირობები;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

გთხოვთ საბუთებთან ერთად ასევე გამოაგზავნოთ CD დისკზე ჩაწერილი ფასების ცხრილი და საგარანტიო პირობების ცხრილი (დანართი N 1 და დანართი N 2)

გთხოვთ, დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა);
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების ქვეგანყოფილება
  • წარწერა: ”კონფიდენციალურია”;
  • გთხოვთ მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.

სატენდერო წინადადება მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე: ალ. ყაზგების გამზ. 21 და განათავსეთ ბანკის პირველ სართულზე არსებულ ტენდერების ყუთში

 ტენდერში მონაწილე კომპანია ვალდებულია, პროკრედიტ ბანკის საიტზე (www.procreditbank.ge) გაიაროს რეგისტრაცია (დაადასტუროს ტენდერში მონაწილეობის მიღება).

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

შემოთავაზების შემოტანის ბოლო ვადაა: 26 ოქტომბერი 2018 წელი 18 საათამდე. 

ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:
ნინო პირმისაშვილი
შესყიდვების ქვეგანყოფილება
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო
სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0112
ტელ.: (+995 32) 2202222 (1578) 
E-mail: tenders@procreditbank.ge 

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებთ გთხოვთ მიმართოთ:
არჩილ პაქსაშვილი
ადმინისტრაციული ქვეგანყოფილება
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო
სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0112
ტელ.: (+995 32) 2202222 (1860)

ტენდერის კატეგორია:

  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები