ჩაბარების ვადა:

15 ოქტომბერი 2018, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T4388 - ფასთა გამოკითხვა დაბა ფოცხო-ეწერში მდებარე სასტუმროს სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს ,,აქტივების მართვისა და განვითარების კომპანია“ აცხადებს ფასთა გამოკითხვას დაბა ფოცხო-ეწერში მდებარე სასტუმროს სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე.

შესყიდვის ობიექტის დახასიათება:

შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს დაბა ფოცხო-ეწერში მდებარე სასტუმროს სახურავის 78 კვ.მ.-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები:
ფოტო-მასალა და დეტალური ინფორმაცია ჩასატარებელი სამუშაოების აღწერილობის შესახებ იხილეთ თანდართულ ფაილში.

სამუშაოების ჩატარების ადგილმდებარეობა და ვადა

  • წალენჯიხის რ-ნი, ჭალე, ფოცხო ეწერი - ს/კ 47.12.33.002
  • სამუშაოების შესრულების ვადა არ უნდა აღემატებოდეს ერთ თვეს.

კომპანია იწვევს დაინტერესებულ პირებს ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად.

დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ღირებულების შესახებ;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
  • პრეტენდენტის იურიდიული სახელწოდება, საკონტაქტო ინფორმაცია.
  • ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ.

ხელშეკრულების გაფორმებამდე შემსყიდველმა ორგანიზაციამ შესაძლებელია, მოითხოვოს შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:

  • განახლებული ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან კომპანიის რეგისტრაციის შესახებ და საბანკო რეკვიზიტები; 
  • ინფორმაცია რეორგანიზაცია/ლიკვიდაციის შესახებ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის;
  • ცნობა სასამართლოდან, რომ არ მიმდინარეობს მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
  • ცნობა საგადასახადო სამსახურიდან დავალიანების არარსებობის შესახებ.

შპს ,,აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის“ მიერ გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებული იქნება როგორც პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილ სამუშაოების შესრულების ღირებულებაზე, ვადებზე, ასევე მათ გამოცდილებასა და საანგარიშსწორებო პირობებზე.

ფასთა გამოკითხვის ჩაბარების პირობები:

წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით, დალუქულ კონვერტში, მისამართზე: ქ.თბილისი, კოსტავას ქ. N70; კონვერტს გარედან უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ფასთა გამოკითხვის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2018 წლის 15 ოქტომბრისა 18:00 სთ-მდე.

მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენამდე სავალდებულოა აპლიკანტი სამუშაოების შესრულების ადგილზე გაეცნოს არსებულ სიტუაციას.

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: info@amadco.ge  ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომრებზე:

საკონტაქტო პირი:

  • ზურაბ კორძაია +995 5 95 34 73 41;
  • ვახტანგ ქართველიშვილი + 995 5 99 44 48 46.

სამუშაო საათები: 10:00-დან 18:00-მდე.

ტენდერის კატეგორია:

  • 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები