ჩაბარების ვადა:

24 ოქტომბერი 2018, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T4432 - ტენდერი ძალოვან ტრანსფორმატორებზე სხვადასხვა სახის სამუშაოების ჩატარებაზე

ტენდერის აღწერილობა: 

ს.ს. "მინა" აცხადებს ტენდერს ძალოვან ტრანსფორმატორებზე სხვადასხვა სახის სამუშაოების ჩატარების შესახებ.

კერძოდ:
1. ძალოვანი ტრანსფორმატორი, სიმძლავრე - 2მგვ. ძაბვა 10000 ვოლტი.

  • ტრანსფორმატორის ზეთს ჩაუტარდეს რეგენერაცია, თუ ზეთი რეგენერაციის შემდეგ არ დააკმაყოფილებს ნორმებს, შეიცვალოს ახლით. (სამუშაოები უნდა ჩატარდეს ადგილზე) 
  • ტრანსფორმატორს ჩაუტარდეს ელექტრული გაზომვები. 

2. ძალოვანი ტრანსფორმატორი, სიმძლავრე - 1მგვ. ძაბვა 10000 ვოლტი.

  • ტრანსფორმატორის ზეთს ჩაუტარდეს რეგენერაცია, თუ ზეთი რეგენერაციის შემდეგ არ დააკმაყოფილებს ნორმებს, შეიცვალოს ახლით. (სამუშაოები უნდა ჩატარდეს ადგილზე) 
  • ტრანსფორმატორს ჩაუტარდეს ელექტრული გაზომვები. 

ტენდერში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, მოგვაწოდეთ თქვენი შემოთავაზება დალუქული კონვერტით, 2018 წლის 24 ოქტომბრის ჩათვლით ს.ს.“მინა“-ს სათაო ოფისში (მცხეთის რ-ნი, სოფ.ქსანი); უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და დამოწმებული ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში);

გთხოვთ, კონვერტზე მიუთითოთ ტენდერის სახელწოდება და გამომგზავნის დასახელება;

წინადადებას უნდა დაერთოს:
წინადადების წარმდგენი კომპანიის ზოგადი ინფორმაცია

  • კომპანიის დასახელება / საიდენტიფიკაციო კოდი
  • იურიდიული მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, ინტერნეტ მის/ ელ.ფოსტა
  • კომპანიის სამართლებრივი ფორმა
  • კომპანიის ძირითადი პროფილი / მომსახურებები
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ბოლო 10 დღის ვად
  • შემოთავაზება- მომსახურების ღირებულება ლარში, დ.ღ.გ-ს გარეშე (მიუთითეთ აუცილებლად)

გაითვალისწინეთ, მხოლოდ გამარჯვებულ კომპანიას ეცნობა ტენდერის შედეგი - ელ.ფოსტის მეშვეობით.

განიხილება მხოლოდ 24 ოქტომბრის ჩათვლით შემოსული წინადადებები, რომელთაც სრულად აქვთ წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ : AALAVERDASHVILI@sisecam.com ;
ან დაგვიკავშირდით ნომერზე : +995 577 33 44 08 - ზექი ბილგინი

ტენდერის კატეგორია:

  • 50500000 ტუმბოების, სარქველების, ონკანებისა და ლითონის კონტეინერების, ასევე, მანქანა-დანადგარების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება
  • 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები