ჩაბარების ვადა:

31 ოქტომბერი 2018, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T4434 - ტენდერი ფუტკრის სკებისა და ოჯახების შესაძენად

ტენდერის აღწერილობა: 

ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“ აცხადებს ტენდერს პროექტისათვის AMMAR/CS/2016/25 “შერჩეული საწარმოო ჯაჭვებისათვის კლიმატის ცვლილებისადმი მდგრადი აგრონომიული სისტემებისა და ტექნოლოგიების დანერგვა ტრენინგებისა და სადემონსტრაციო ნაკვეთების საშუალებით” მეფუტკრეობის ორი სადემონსტრაციო მოდელის მოსაწყობად საჭირო ფუტკრის სკებისა და ოჯახების შესაძენად.

სადემონსტრაციო მოდელების მოწყობა განსაზღვრულია რაჭის რეგიონი, ონის მუნიციპალიტეტში, სოფ. ნიგვზნარა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფ. სიონი;

სადემონსტრაციო ნაკვეთისთვის ფუტკრის სკების და ოჯახების შეძენა - ტრანსპორტირება განსაზღვრულია 2019 წლის 10 - 25 მაისის პერიოდში, მეფუტკრე სპეციალისტის მიერ წინასწარი მონიტორინგის ჩატარების შემდგომ.

დეტალური ტექნიკური პირობები გაწერილია ჩამონათვალში.
ტენდერში გამარჯვებული მომწოდებელთან ხელშეკრულება გაფორმდება არა უგვიანეს 10 ნოემბრისა და შესაძლებელია ავანსის გადარიცხვაც.

შემოთავაზებები შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ან გამოგზავნოთ მისამართზე: თბილისი, გაზაფხულის ქ. #61; ან ელექტრონულ ფოსტაზე: demoplot@elkana.org.ge 
დამატებითი კითხვებისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ: (+995) 598 27 47 20

შემოთავაზებას თან უნდა ერთვოდეს ინფორმაცია თქვენი სამუშაო გამოცდილების შესახებ.

სატენდერი წინადადებების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 31 ოქტომბერი.

დეტალური აღწერილობა იხილეთ თანდართულ ფაილში.

ტენდერის კატეგორია:

  • 77900000 მეფუტკრეობასთან დაკავშირებული მომსახურებები