ჩაბარების ვადა:

31 ოქტომბერი 2018, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T4435 - ტენდერი მეფუტკრეობის ორი სადემონსტრაციო მოდელის მოსაწყობად საჭირო აღჭურვილობების შესაძენად

ტენდერის აღწერილობა: 

ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“ აცხადებს ტენდერს პროექტისათვის AMMAR/CS/2016/25 “შერჩეული საწარმოო ჯაჭვებისათვის კლიმატის ცვლილებისადმი მდგრადი აგრონომიული სისტემებისა და ტექნოლოგიების დანერგვა ტრენინგებისა და სადემონსტრაციო ნაკვეთების საშუალებით” მეფუტკრეობის ორი სადემონსტრაციო მოდელის მოსაწყობად საჭირო აღჭურვილობების შესაძენად.

სადემონსტრაციო მოდელების მოწყობა განსაზღვრულია რაჭის რეგიონი, ონის მუნიციპალიტეტში, სოფ. ნიგვზნარა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფ. სიონი;

დეტალური ჩამონათვალი აღწერილობებით გაწერილია ჩამონათვალში.
გთხოვთ სატენდერო წინადადებაში მიუთითოთ მოწოდების ვადები (ხლშეკრულების გაფორმებიდან რამდენ დღეში იქნება შესაძლებელი მოწოდება)

ტენდერში გამარჯვებული მომწოდებელთან ხელშეკრულება გაფორმდება არა უგვიანეს 10 ნოემბრისა.

შემოთავაზებები შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ან გამოგზავნოთ მისამართზე: თბილისი, გაზაფხულის ქ. #61; ან ელექტრონულ ფოსტაზე: demoplot@elkana.org.ge 
დამატებითი კითხვებისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ: (+995) 598 27 47 20

შემოთავაზებას თან უნდა ერთვოდეს ინფორმაცია თქვენი სამუშაო გამოცდილების შესახებ.

სატენდერო წინადადებების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 31ოქტომბერი.

ტენდერის კატეგორია:

  • 77900000 მეფუტკრეობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 16600000 სპეციალიზებული სასოფლო-სამეურნეო ან სატყეო დანიშნულების მანქანა-დანადგარები