ჩაბარების ვადა:

23 ოქტომბერი 2018, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T4436 - ტენდერი სტრატეგიული დაგეგმა და შედეგზე ორიენტირებული მართვა საქართველოს შემოსავლების სამსახურში - ტრეინინგი, პროცესების ანალიზი და ცოდნის მართვაზე

ტენდერის აღწერილობა: 

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქმიანობას ეწევა გერმანია-საქართველოს განვითარების თანამშრომლობის სფეროში.

დაგეგმილი გვაქვს შევისყიდოთ შემდეგი მომსახურება საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირისგან დანართი 1 - ის შესაბამისად.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 23.10.2018 - ის 17:00 საათამდე წარმოგვიდგინოთ თქვენი შემოთავაზება ამობეჭდილი სახით, 2 სხვადასხვა კონვერტში. 1 კონვერტში საფასო შემოთავაზება, ხოლო 2-ში - შინაარსობრივი შემოთავაზება.

შესაძლებელია შემოთავაზებები მოგვაწოდოთ როგორც ქართულ ისე ინგლისურ ენებზე.
დაგვიანებული შემოთავაზებები არ განიხილება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 2013 წლის მაისიდან სსკ–ს 168-ე მუხლის მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება სარგებლობს გადასახადებისგან გათავისუფლებით (დღგ, აქციზი, იმპორტის გადასახადი) და შესაბამისად ეროვნულ ვალუტაში წარმოდგენილი ფასი არ უნდა შეიცავდეს მოცემულ გადასახადებს.

გთხოვთ, კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი:

  • ფირმის/ორგანიზაციის დასახელება
  • საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, საკონტაქტო პირი);
  • ტენდერის დასახელება: „სტრატეგიული დაგეგმა და შედეგზე ორიენტირებული მართვა საქართველოს შემოსავლების სამსახურში - ტრეინინგი, პროცესების ანალიზი და ცოდნის მართვა“
  • წარწერა “კონფიდენციალურია”;
  • გთხოვთ, პასუხისმგებელმა პირმა ხელი მოაწეროს დალუქვის ადგილზე.

გთხოვთ, შემოთავაზებაზე დასვათ ხელმოწერა.

აგრეთვე მიუთითოთ შემდეგი მისამართი:
GIZ-ის რეგიონალურ ბიუროს სამხრეთ კავკასიაში
რუსთაველის 42 / გრიბოედოვის 31ა
0108 თბილისი

მიუთითეთ პროგრამის ნომერი 17.2023.4-001.00 და აგრეთვე ნომერი 83304445
დანომრეთ კონვერტები: (I - საფასო შემოთავაზება; II - შინაარსობრივი შემოთავაზება).

შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით – შემოთავაზებების ჩაბარებამდე არაუგვიანეს 2 დღისა:
ქალბატონ ანა ჩხეიძეს (anna.chkheidze@giz.de )

წესების დარღვევის შემთხვევაში შეიძლება თქვენი შემოთავაზება არ იქნას განხილული.
შემოთავაზებების შეფასება სავარაუდოდ დამთავრდება 25.10.2018 -თვის.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ ტენდერში გამარჯვებულ ფირმასთან.

ტენდერის კატეგორია:

  • 79400000 ბიზნესსა და მენეჯმენტთან დაკავშირებული კონსულტაციები და მომსახურებები
  • 80500000 სატრენინგო მომსახურებები