ჩაბარების ვადა:

30 ნოემბერი 2018, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T4443 - საგრანტო კონკურსი ნარჩენების სეპარირებულად შემგროვებელი ან/და გადამამუშავებელი კერძო კომპანიებისათვის თანამედროვე აღჭურვილობის შეძენასა და მისი ოპერირების შესაბამისი უნარ-ჩვევების გაძლიერებაზე

საგრანტო კონკურსის აღწერილობა: 

USAID-ის WMTR II აცხადებს საგრანტო კონკურსს ნარჩენების სეპარირებულად შემგროვებელი ან/და გადამამუშავებელი კერძო კომპანიებისათვის თანამედროვე აღჭურვილობის შეძენასა და მისი ოპერირების შესაბამისი უნარ-ჩვევების გაძლიერებაზე.

  • მომწოდებელი: USAID/WMTR II პროგრამა
  • გამოქვეყნდა: 19 ოქტომბერი, 2018 წელი / ბოლო ვადა: 30 ნოემბერი, 2018 წელი
  • თანდართული ფაილი: დაზიპული ფაილი ყველა დანართით

USAID-ის WMTR II პროგრამა, რომელსაც ახორციელებს CENN, აცხადებს საგრანტო კონკურსს კერძო კომპანიებისათვის, რომლებიც ახორციელებენ მყარი ნარჩენების - პლასტმასის, ქაღალდის, მუყაოს, შუშის, ალუმინის ქილებისა და სხვა არასახიფათო ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებას ან/და გადამუშავებას.

საგრანტო კონკურსი ითვალისწინებს თანამედროვე/ენერგოეფექტიანი აღჭურვილობის თანადაფინანსების პრინციპით შეძენას, რომელიც ხელს შეუწყობს კომპანიის ოპერირების გაუმჯობესებას და წარმადობის ზრდას. ამავდროულად, აღნიშნული კონკურსის ფარგლებში, კომპანიებს საშუალება ექნებათ გაიუმჯობესონ ახალი აღჭურვილობის ოპერირების უნარ-ჩვევები, შესაბამისი ტრენინგის საშუალებით. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული აღჭურვილობის შეძენას, ასევე, ტრენინგის ჩატარების ორგანიზებას განახორციელებს USAID/WMTR II პროგრამა.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია კომპანიებს, რომლებიც დარეგისტრირებულები არიან ან ოპერირებენ USAID/WMTR II პროგრამის სამიზნე რეგიონებში - აჭარა, შიდა ქართლი, კახეთი და ქალაქი თბილისი. კომპანიებს, რომლებსაც სურთ კონკურსში მონაწილეობა და დარეგისტრირებულები არიან და ოპერირებენ სხვა რეგიონებში, შეუძლიათ წარადგინონ საგრანტო განაცხადი იმ პირობით, რომ ისინი განახორციელებენ ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებას, შესყიდვას, გადამუშავებას (ამ აქტივობებიდან ერთ-ერთს ან რამდენიმეს) პროგრამის სამიზნე რეგიონებში. ამ შემთხვევაში, აპლიკანტმა განაცხადში უნდა წარადგინოს ამის ნათელი დადასტურება.

გრანტები გაიცემა და განხორციელდება USAID-ის და აშშ მთავრობის იმ რეგულაციების დაცვით, რომლებიც გამოიყენება გრანტებისა და კონტრაქტების დროს და ასევე, USAID/WMTR II პროექტის საგრანტო პროგრამის მართვის პოლიტიკის შესაბამისად.

განაცხადში აუცილებლად უნდა მიეთითოს ქვე-გრანტის განაცხადის ნომერი: RFA # 18-003. 

განაცხადები წარდგენილ უნდა იქნეს არაუგვიანეს 2018 წლის 30 ნოემბრის 18:00-საათისა, ელექტრონული ან ბეჭდვითი ფორმით შემდეგ მისამართზე:
მისამართი: საქართველო,
ქ. თბილისი, 0105
ბეთლემის ქუჩა #27
ელექტრონული ფოსტა:
shorena.ebanoidze@cenn.org 

დაგვიანებული ან შეუსაბამო განაცხადები არ განიხილება.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ დანართებში.

სატელეფონო ზარები არ მიიღება.

ტენდერის კატეგორია:

  • 42900000 სხვადასხვა ზოგადი და სპეციალური დანიშნულების მანქანა-დანადგარები
  • 43100000 სამთო მანქანა-დანადგარები