ჩაბარების ვადა:

5 ნოემბერი 2018, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T4446 - ინტერესთა გამოხატვა და სატენდერო კონკურსანტების შერჩევა საკვები ობიექტის/კაფეტერიის მართვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ინტერესთა გამოხატვის აღწერილობა: 

შპს "ბილდექსი" აცხადებს ინტერესთა გამოხატვასა და სატენდერო კონკურსანტების შერჩევას საკვები ობიექტის/კაფეტერიის მართვაზე, რომელიც მდებარეობს: ქ. თბილისი, მუხიანის დასახლება, ალ. გობრონიძის ქ. № 27-ში.

ობიექტი მოემსახურება სხვადასხვა პროფილის სამედიცინო დაწესებულებებს, როგორც აღნიშნულ მისამართზე, ასევე ორგანიზაციის საკუთრებაში არსებულ სხვა მისამართებზე, სადაც ჯამურად დასაქმებულია 1000-მდე ადამიანი. კაფეტერია იმუშავებს როგორც ადგილზე მზა კერძების მიმართულებით, ასევე სტაციონარების კვებით უზრუნველყოფაზე, კერძების შეკვეთებსა და ფილიალებში მიწოდებაზე.

საბუთების ჩაბარების ბოლო ვადა: 05.11.18 წლის 17:00 საათი.

ტენდერში მონაწილეობისთვის საჭიროა კომპანიამ წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • საკონტაქტო პირის სახელი, გვარი, თანამდებობა, საკონტაქტო ინფორმაცია;
  • სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი;
  • ფაქტობრივი მისამართი;
  • კომპანიის გამოცდილება და საქმიანობის მოკლე აღწერილობა;
  • ხარისხის სერთიფიკატი კვებაში (არსებობის შემთხვევაში);
  • კომპანიის სხვა სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • სავარაუდო მენიუ და ფასები (სამედიცინო დაწესებულების პაციენტებისთვის მენიუ სპეციფიკურია და ითვალისწინებს დიეტურ კვებას);
  • მომსახურე პერსონალის რაოდენობა და ფუნქცია-მოვალეობები;
  • მზარეულების გამოცდილების აღწერა;
  • სატრანსპორტო საშუალების ჩამონათვალი, აღწერა, სხვადასხვა რაკურსით გადაღებული ფოტოსურათი გარედან და შიგნიდან, რომლითან ობიექტებს მიეწოდება საკვები;
  • სარეკომენდაციო წერილი;
  • ინფორმაცია პროდუქტების მიღების წყაროსთან დაკავშირებით (სასურველია).

თითოეულ საბუთს უნდა ჰქონდეს კომპანიის უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და ბეჭედი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

გარდა მითითებული აუცილებელი დოკუმენტებისა კომპანია იტოვებს უფლებას მოითხოვოს დამატებითი საბუთები ან ინფორმაცია ტენდერში მონაწილე კომპანიებისგან.
შემოტანის პირობების დარღვევის ან ყალბი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

განაცხადი ტენდერში მონაწილეობაზე მხადამჭერ დოკუმენტაციასთან ერთად უნდა გამოიგზავნოს მისამართზე: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. № 83/11 ან ელ-ფოსტაზე: n.baghdavadze@buildex.ge  არაუგვიანეს: 5 ნოემბრის 17:00 საათისა.

საგნის ველში აუცილებლად მიუთითეთ სიტყვა "ტენდერი".

საკოქტაქტო პირი:

ნათია ბაღდავაძე
მობ.: (+995) 599 95 09 06
ელ-ფოსტა: n.baghdavadze@buildex.ge 
მის.: ვაჟა-ფშაველას გამზ. № 83/11, 0186, თბილისი, საქართველო

ტენდერის კატეგორია:

  • 15800000 სხვადასხვა საკვები პროდუქტი
  • 55300000 რესტორნებისა და კვების საწარმოების მომსახურეობები
  • 55500000 სასადილოებისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოების მომსახურება