ჩაბარების ვადა:

31 ოქტომბერი 2018, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T4458 - ტენდერი ქიმიური ნივთიერებების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „მტკვარი ენერჯი“ აცხადებს ტენდერს მასალის: ქიმიური ნივთიერებების შესყიდვაზე #10/25-MEG-CHEM-18

  • გოგირდმჟავა ტექნიკური (კონცენტრაცია არანაკლებ 93%) - 30 ტონა;

აღნიშნული ნივთიერებების მიწოდება უნდა მოხდეს მისამართზე: საქართველო, ქ. გარდაბანი, დავით აღმაშენებლის ქუჩა N2ა, 1300.

მიწოდების პერიოდი: 2018 წლის ნოემბერი.
კომპანია იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
    - შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
  • ინფორმაცია მიწოდების ვადების შესახებ;
  • ინფორმაცია საგარანტიო ვადებისა და პირობების შესახებ;
  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
  • პროდუქტის დამოწმებული სპეციფიკაცია (სერტიფიკატი).

წინადადების წარდგენის წესი:

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: მიხეილ მარსაგიშვილი. ელ.ფოსტა: mmarsagishvili@giec.ge ; საკონტაქტო ნომერი: 591 019311;

წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 31 ოქტომბერი 17:00 საათამდე.

ტენდერის კატეგორია:

  • 24900000 სუფთა ქიმიკატები და სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებების პროდუქტები
  • 24300000 ძირითადი არაორგანული და ორგანული ქიმიკატები