ჩაბარების ვადა:

5 ნოემბერი 2018, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T4464 - ტენდერი ეროვნული კონსულტანტი გენდერის საკითხებში

ტენდერის აღწერილობა:

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით შპს. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქმიანობას ეწევა გერმანია-საქართველოს განვითარების თანამშრომლობის სფეროში.

დაგეგმილი გვაქვს შევისყიდოთ შემდეგი მომსახურება საქართველოში მცხოვრები და რეგისტრირებული კერძო პირისგან დანართი 1 - ის შესაბამისად.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 05.11.2018 -ის 17:00 საათამდე წარმოგვიდგინოთ თქვენი შემოთავაზება ამობეჭდილი სახით, 2 სხვადასხვა კონვერტში. 1 კონვერტში საფასო შემოთავაზება, ხოლო 2-ში - შინაარსობრივი შემოთავაზება.

გთხოვთ, შემოთავაზებები მოგვაწოდოთ მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
დაგვიანებული შემოთავაზებები არ განიხილება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 2013 წლის მაისიდან სსკ–ს 168-ე მუხლის მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება სარგებლობს გადასახადებისგან გათავისუფლებით (დღგ, აქციზი, იმპორტის გადასახადი) და შესაბამისად ეროვნულ ვალუტაში წარმოდგენილი ფასი არ უნდა შეიცავდეს მოცემულ გადასახადებს.

გთხოვთ, კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი:

  • სახელი, გვარი
  • საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, საკონტაქტო პირი);
  • ტენდერის დასახელება: ეროვნული კონსულტანტი გენდერის საკითხებში
  • წარწერა “კონფიდენციალურია”;
  • გთხოვთ, მოაწეროთ ხელი დალუქვის ადგილზე.

გთხოვთ, შემოთავაზებაზე დასვათ ხელმოწერა

კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი მისამართი:
GIZ-ის რეგიონალურ ბიუროს სამხრეთ კავკასიაში
რუსთაველის 42 / გრიბოედოვის 31ა
0108 თბილისი

მიუთითოთ პროგრამის ნომერი 17.4061.2-001.00 და აგრეთვე ტენდერის ნომერი: 83305634
დანომრეთ კონვერტები: (I - საფასო შემოთავაზება; II - შინაარსობრივი შემოთავაზება).

შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით – შემოთავაზებების ჩაბარებამდე არაუგვიანეს 2 დღისა:
ქალბატონ ანა ჩხეიძეს (anna.chkheidze@giz.de )

წესების დარღვევის შემთხვევაში შეიძლება თქვენი შემოთავაზება არ იქნას განხილული.

შემოთავაზებების შეფასება სავარაუდოდ დამთავრდება 09.11.2018 -თვის.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ ტენდერში გამარჯვებულ პირთან.

ტენდერის კატეგორია:

  • 73200000 კვლევასა და განვითარებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებები
  • 73300000 კვლევისა და განვითარების დაპროექტება და განხორციელება
  • 79400000 ბიზნესსა და მენეჯმენტთან დაკავშირებული კონსულტაციები და მომსახურებები