ჩაბარების ვადა:

1 აპრილი 2015, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T447 - ტენდერი დერივაციული გვირაბის გაფართოებასა და გამაგრებაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. თანდართულ დოკუმენტს დაემატა ახალი ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

შპს "მტკვარი ჰესი" აცხადებს ტენდერს ახალციხის მუნიციპალიტეტში მშენებარე მტკვარი ჰესის დერივაციული გვირაბის განივი კვეთის გაფართოებაზე და წნევის გამათანაბრებელი რეზერვუარის გვირაბთან შემაერთებელი შახტის დროებითი გამაგრების მოწესრიგებაზე.

ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს შესახებ

  • სამუშაოს შესრულების ადგილი: ახალციხის რაიონი სოფ. საყუნეთი
  • სამუშაოს დაწყების სავარაუდო თარიღი: 10.04.2015
  • ავანსის ოდენობა: არაუმეტეს სამუშაოების ღირებულების 10 პროცენტისა
  • ობიექტზე ცხოვრების ხარჯები - განიხილება ობიექტზე, „მტკვარი ჰესი“-ს საერთო საცხოვრებელში ცხოვრების შესაძლებლობა შესაბამისი ანაზღაურებით.
  • დამკვეთი უზრუნველყოფს ელექტრო და წყალმომარაგებას გვირაბის პორტალამდე. განიხილება დამკვეთის საკუთრებაში არსებული სავენტილაციო დანადგარების (კომპრესორი, ჰაერგამტარი მილები, ვენტილატორები) გამოყენების შესაძლებლობა შესაბამისი ანაზღაურებით.
  • ტექნიკური დავალება: გთხოვთ იხილოთ თანდართული დოკუმენტაცია:
    ა. ტექნიკური დავალება;
    ბ. სს „უკრჰიდროპროექტის“ მიერ დამუშავებული პროექტი:
       1490-27-99 –TX
       1490-27-207-TX
       1490-27-210-TX.

წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი

  • რეკვიზიტები: პრეტენდენტის იურიდიული ფორმა და დასახელება, ხელმძღვანელის სახელი, გვარი და პირადობის მოწმობის ასლი; პრეტენდენტის იურიდიული და ფაქტიური მისამართი; საკონტაქტო ნომერი და ელექტრონული მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი, საბანკო რეკვიზიტები;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ინფორმაცია სასამართლო საქმის წარმოების, საგადასახადო გირავნობა-იპოთეკის, ყადაღის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  • ინფორმაცია საკუთრებაში არსებული სამშენებლო ტექნიკის შესახებ;
  • ინფორმაცია კომპანიის წლიური ბრუნვის შესახებ;
  • ინფორმაცია ბოლო ხუთი წლის განმავლობაში კომპანიის მიერ შესრულებული ანალოგიური სამუშაოების შესახებ, გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენით (განხორციელებული მომსახურების ჩამონათვალი, ღირებულება, მიღება-ჩაბარების აქტების ასლები);
  • სამუშაოების შემსრულებელი ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის ჩამონათვალი თანამდებობების მიხედვით. მათი შრომითი გამოცდილება ანალოგიური სამუშაოების ჩატარების გათვალისწინებით და ობიექტების მითითებით;
  • შესასრულებელი სამუშაოს დეტალური განფასება და ხარჯთაღრიცხვა;
  • სამუშაოს შესრულების ვადები და შესრულების გრაფიკი;
  • ჩასატარებელი სამუშაოების შესრულების დეტალური მეთოდოლოგია შემდეგი ინფორმაციის გათვალისწინებით;
    a) ქანების დამუშავების, დატვირთვის და ნაყარში ტრანსპორტირების ტექნოლოგია;
    b) ანკერებისთვის მოწყობის ტექნოლოგია. ბურღვის მეთოდი;
    c) ანკერების მონტაჟის და მისი გამოცდის ტექნოლოგია;
    d) გვირაბის შიგა ზედაპირზე ლითონის ბადის მონტაჟის ტექნოლოგია;
    e) გვირაბის შიგა ზედაპირზე ნაშხეფ-ბეტონის მოწყობის ტექნოლოგია;
    f) შახტის კვეთში მუშაობისათვის:
    - ამწის ტიპის შერჩევა და მუშაობის ტექნოლოგია;
    - მუშა ბაქნის გამოყენების ტექნოლოგია;
    - ქანების დამუშავების, დატვირთვის და ნაყარში ტრანსპორტირების ტექნოლოგია;
    - შახტაში ანკერების მოწყობის ტექნოლოგია. ბურღვის მეთოდი;
    - შახტის შიდა ზედაპირზე ნაშხეფ-ბეტონის მოწყობის ტექნოლოგია;
    g) ნაშხეფ-ბეტონის ნარევისათვის გამოსაყენებელი მასალების ფრაქციები, ნარევის დამზადების და ტრანსპორტირების მეთოდი და ტექნოლოგია;
    h) ნაშხეფ-ბეტონის ნარევის სისქის კონტროლის და ლაბორატორიული გამოცდის მეთოდი;
    i)  სამუშაოთა წარმოების პროცესში უსაფრთხოების დაცვის საშუალებები;
    j)  სამუშაოთა წარმოების გრაფიკი ტექნოლოგიური ციკლების გათვალისწინებით;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 01 აპრილის 18:00.

ტენდერის მასალები (ბეჭდური და ელექტრონული ვერსია) დახურული კონვერტით მიტანილ ან ფოსტის საშუალებით გადაგზავნილ უნდა იქნას სათაო ოფისის მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. 74, მე-9-ე სართული. თბილისი 0162.

საკონტაქტო ინფორმაცია: info@hpp.ge; etavtavadze@hpp.ge; + 995 32 291 69 49

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ