ჩაბარების ვადა:

7 ნოემბერი 2018, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T4483 - ტენდერი საახალწლო დეკორაციების (ნაძვის ხე) შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს საახალწლო დეკორაციების (ნაძვის ხე) შესყიდვაზე.

დასახელება აღწერა რაოდენობა ფასი
ნაძვის ხე მწვანე ნაძვი, ზომით 2.1 მ, გირჩებით (იხ. ფოტოები) 14  


ნაძვის ხის მორთულობა:

  • ხის სახლი ზომით 20*13.5 სმ - 6ცალი
  • ხის სახლი ზომით 15*10 – 6 ცალი
  • ხის სახლი ზომით 10*7 – 10 ცალი
    სახლი უნდა იყოს შეღებილი ბაიცით და დამუშავებული ვერნიკალის წყლის ლაკით, ზემოდან და ქვემოდან სინტიპონის სახურავი და ძირი.
  • ნაძვის გარშემო ტოტებს შორის ყავისფერი ტილოს ლენტი, ზომით 20სმ * 5 მ
  • წალმისგან შეკრული ფიჩხები, შეღებილი თეთრად ზომით 35 სმ - 6 ცალი
  • წალმისგან შეკრული ფიჩხები, შეღებილი თეთრად ზომით 26 სმ - 8 ცალი
  • წალმისგან შეკრული ფიჩხები, შეღებილი თეთრად ზომით 20 სმ - 8 ცალი
  • ბრჭყვიალა თეთრი ბურთი , დიამეტრი 15 სმ - 5 ცალი
  • ბრჭყვიალა თეთრი ბურთი , დიამეტრი 8 სმ - 7 ცალი
  • ვერცხლისფერი პრიალა ბურთი , დიამეტრი 8 სმ - 8 ცალი
  • ბროწეულის ტოტები, ბრჭყვიალა თეთრი - 4 ცალი
  • ბრჭყვიალა გირლიანდები ნაძვის გარშემო სხვა და სხვა ადგილას
  • ნაძვის ძირი უნდა იყოს დამალალუ ყავისფერი ტილოს ქსოვილისგან შეკერილი შესაფუთით
  • ნაძვის განათება - გამჭვირვალე კაბელი, თბილი ნათებით, ზომით 20მ 

დამატებითი მოთხოვნები:

  • წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს (საქ. კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახადს, ტრანსპორტირების და განბაჟების ხარჯების ჩათვლით);
  • მიწოდების ვადა - არაუგვიანეს 2018 წლის 10 დეკემბრისა;
  • მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–is ფორმატში:
  • საჯარო რეესტრიდან სამეწარმეო ამონაწერი;
  • კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
  • მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება ფასის შეთავაზებასთან ერთად;

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2018 წლის 31 ოქტომბრიდან 2018 წლის 7 ნოემბრის ჩათვლით;
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ერთჯერადი ხელშეკრულება;
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზების ფასი მიუთითოთ შესაბამის გრაფებში, პროდუქტი N1-ის გასწვრივ;
  • გთხოვთ, ჯამური ფასი მიუთითოთ ლარებში მეასედებით;
  • შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე. 

საკონტაქტო პირი 577 52 54 04 მარი გახოკიძე

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2018 წლის 7 ნოემბერი, 17:00 საათი. 

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=958&lang=geo 

ტენდერის კატეგორია:

  • 77300000 მებაღჩეობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 39200000 ავეჯის აქსესუარები