ჩაბარების ვადა:

12 ნოემბერი 2018, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T4527 - ტენდერი გენერატორების და სტაბილიზატორების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „გრივეი საქართველო“ აცხადებს ტენდერს გენერატორების და სტაბილიზატორების შესყიდვაზე.

ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:

  • ტენდერის გამოცხადება 07.11.2018
  • სატენდერო წინადადებების მიღება 12.11.2018
  • გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის შერჩევა და შეტყობინების გაგზავნა 14.11.2018
  • ხელშეკრულების გაფორმება 17.11.2015

გთხოვთ გაითვალისწინოთ ტენდერის პირობები:

  • ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს ასევე მიწოდებას და დამონტაჟებას.
  • მოთხოვნილი საქონელი მოწოდებული და დამონტჟებული უნდა იქნას შეკვეთის დადასტურებიდან 3 კვირის განმავლობაში (არაუგვიანეს 5 დეკემბრისა);
  • გენერატორების და სტაბილიზატორები უნდა დამონტაჟდეს საქართველოს მასშტაბით 26 ობიექტზე.
  • გთხოვთ გამოგვიგზავნოთ დეტალურად შევსებული დანართი
  • გარანტია უნდა იყოს 3 წელი + 3 წლის შემდეგ სერვისის ღირებულება
  • უნდა შემოგვთავაზოთ იაფიანიც და საშუალო ფასის გენერატორებიც - ანუ ორი ვარიანტი
  • გენერატორს უნდა მოყვებოდეს მართვის პანელი, რომელიც შეიცავს ყველა საჭირო კომპონენტს გენერატორის სამართავად და ავტომატურად გადასართავად დენის წასვლის შემთხვევაში.
  • უნდა ხდებოდეს გენერატორის ავტომატურად ჩართვა და გამორთვა.
  • სტაბილიზატორი უნდა შეიცავდეს ე.წ. ფაზების მცველს, რომელიც ავტომატურად და შეუფერხებლად შეცვლის ფაზებს, იმ შემთხვევაში, თუ ფაზების პოლარობა შეიცვლება მოწოდების მხრიდან.

პრეტენდენტის მიერ სატანდერო წინადადება სს „გრინვეი საქართველოს“ ეგზავნება ელექტრონული ფოსტის, შემდეგ მისამართზე: tenders@greenwaygeorgia.ge 

კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ მოგვწეროთ ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე tenders@greenwaygeorgia.ge 

ტენდერის კატეგორია:

  • 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები