ჩაბარების ვადა:

22 ნოემბერი 2018, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T4538 - ტენდერი ქსელური მოწყობილობების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს “ნეოგაზი” აცხადებს ტენდერს მასალის: ქსელური მოწყობილობების შესყიდვაზე 12/11-NEO-P/ITINF-18

შესყიდვის სპეციფიკაცია:

  • Cisco-ს ბრენდის მარშრუტიზატორი (როუტერი) - 21 ცალი

პარამეტრები:

  • სერია - მინიმუმ 881 ან უფრო მაღალი
  • vlan-ის შექმნის შესაძლებლობა - მინიმუმ 5 ცალი
  • switch პორტების რაოდენობა - მინიმუმ 4 ცალი
  • VTI (IPSec over GREE) ტუნელის შექმნის შესაძლებლობა - მინიმუმ 5 ცალი
  • OSPF მხარდაჭერა

შპს „ნეოგაზი“ იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • ინფორმაცია პროდუქციის მიწოდების ვადების შესახებ;
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
    - ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
  • ინფორმაცია საგარანტიო ვადებისა და პირობების მიხედვით.

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

წინადადების წარდგენის წესი:

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ. თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18.
  • საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
    დიმიტრი აგეკიანი, ელ.ფოსტა: dagekyan@gig.ge , საკონტაქტო ნომერი: 598 88 94 90.
    საკონტაქტო პირები ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
    გიორგი ხუნჩუკაშვილი, საკონტაქტო ნომერი: 591 50 87 21.

წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 22 ნოემბერი, 17:00 საათი.

ტენდერის კატეგორია:

  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები