ჩაბარების ვადა:

25 ნოემბერი 2018, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T4539 - ტენდერი საკანცელარიო/საყოფაცხოვრებო საქონლის შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

სს ფინკა ბანკი საქართველო მიკროსაფინანსო ჰოლდინგის FINCA Microfinance Holdings (FMH) გლობალური ქსელის ნაწილია, ფინკა ბანკს ძლიერი საერთაშორისო ფინანსური პარტნიორები ჰყავს როგორიცაა: FINCA International (USA), საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია (IFC, World Bank Group) (USA), KFW Bankengruppe-გერმანიის განვითარების ბანკი, FMO-ნიდერლანდების გაერთიანებული ბანკი, responsAbility Social Investments AG, და Triple Jump. სს ფინკა ბანკი საქართველო, დღეისათვის 36 სერვის ცენტრის საშუალებით საბანკო მომსახურებას უწევს 100 000-ზე მეტ მომხმარებელს ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში

სს „ფინკა ბანკი საქართველო“ აცხადებს ტენდერს: საკანცელარიო / საყოფაცხოვრებო საქონლის შესყიდვაზე. (თბილისსა და რეგიონებში).

ხელშეკრულება დაიდება 1 წლის ვადით.

ტენდერის პირობები და მოთხოვნები:
აუცილებელი პირობა:

  • ხარისხიანი პროდუქციის ადგილზე მოწოდება
  • პროდუქციის მოწოდება ინვოისის წარდგენიდან თბილისის მასშტაბით არაუგვიანეს 2 დღისა, ხოლო რეგიონში 5 სამუშაო დღეში.
  • შეკვეთილი პროდუქციის მიწოდება ადგილზე ოფისების მისამართებზე.
  • პროდუქციის ღირებულების შესაბამისობა ინვოისსა და სასაქონლო ზედნადებს შორის.

კომპანიების მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • კატალოგი, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი პროდუქციის დასახელება და ერთეულის ფასი
  • სრულად შევსებული თანდართული დოკუმენტი თქვენს მიერ შემოთავაზებულ პროდუქტებზე
  • ხარჯების ანაზღაურების პირობები, საჭირო დოკუმენტები და პროცედურა
  • პროდუქციის ღირებულება უნდა მოგვაწოდოთ ლარში დღგ.ს ჩათვლით
  • ინვოისისა და პროდუქციის მოწოდების ვადები
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
  • კორპორატიული შემოთავაზება ფასდაკლების სახით

გთხოვთ, ტენდერის მასალები მოგვაწოდოთ დალუქული კონვერტით მისამართზე: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი N 71, ბლოკი I, მე-3 სართული, ოფისი N 12 – ს.ს. „ფინკა ბანკი საქართველო“-ს სათავო ოფისი.

კონვერტზე უნდა მიუთითოთ მონაწილე კომპანიის დასახელება ასევე, ტენდერის სახელწოდება და მოათავსოთ დალუქულ სატენდერო ყუთში.

შემოთავაზების შემოტანა შესაძლებელია ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე. შემოთავაზების შემოტანის საბოლოო ვადა: 2018 წლის 25 ნოემბერი, 18:00 საათი.

სს ფინკა ბანკი საქართველო ახორციელებს საქმიანობას უმაღლესი ეთიკური და პროფესიული სტანდარტების მიხედვით და ბანკის შიდა წესების მიხედვით, ბანკის თანამშრომელს და/ან მასთან დაკავშირებულ პირს არ შეიძლება ჰქონდეს პირდაპირი ან არაპირდაპირი ფინანსური ინტერესი ბანკის რომელიმე კონტრაჰენტთან (ინტერესთა კონფლიქტი). აღნიშნულის გათვალისწინებით, ტენდერში მონაწილე კომპანიასა და ბანკის თანამშრომელს და/ან მათთან დაკავშირებულ პირებს შორის არ უნდა არსებობდეს ინტერესთა კონფლიქტი.

დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ელ. ფოსტის მისამართზე: procurement@finca.ge 

ტენდერის კატეგორია:

  • 39200000 ავეჯის აქსესუარები
  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა
  • 39800000 საწმენდი და საპრიალებელი პროდუქცია