ჩაბარების ვადა:

17 ნოემბერი 2018, 23:30

სტატუსი:

დასრულებული

T4540 - ტენდერი საცხოვებელი კომპლექსის ფასადის იერსახის ცვლილებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს "m² უძრავი ქონება" ადგილობრივ დეველოპერულ ბაზარზე ყველაზე მსხვილი კომპანიაა, რომელიც ნერგავს თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ინოვაციებს. ჩვენ ვეძებთ ისეთ ნოვატორულ მიდგომებს, რომლებიც ახალ სიმაღლეზე აიყვანს საცხოვრებელი ფართის, როგორც ოპტიმალური დაგეგმვის, ისე მშენებლობის პროცესს. შემოქმედებითი მიდგომებით მუდმივად ვავითარებთ ახალ იდეებს. ჩვენ მივისწრაფით, რომ m² ასოცირდებოდეს ადამიანებისათვის კომფორტულ და თანამედროვე ცხოვრების წესთან. ,,m² უძრავი ქონების“ პროექტების შესახებ ინფორმაცია იხილეთ http://www.m2.ge.

სს "m² უძრავი ქონება" აცხადებს ტენდერს საცხოვრებელი კომპლექსის ფასადის იერსახის განახლებაზე.

  • ტექნიკური დავალება და ხარჯთაღრიცხვა იხილეთ თანდართულ დოკუმენტებში.
  • დასაშვებია ერთი პრეტენდენტის მიერ რამდენიმე წინადადების წარმოდგენა ორივე დასახელების სამუშაოს შესრულების შემოთავაზებით.
  • ხელშეკრულება დაიდება პრეტენდენტთან საუკეთესო ფასის, შესრულების ვადისა და შემოთავაზებული წინადადების სატენდერო დოკუმენტაციის პირობებთან შესაბამისობის გათვალისწინებით.

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადებები უნდა გამოგზავნონ ელ-ფოსტაზე: m2procurement@m2.ge არაუგვიანეს 2018 წლის 17 ნოემბრისა. მითითებული თარიღის შემდეგ წარმოდგენილი წინადადებები არ იქნება განხილული.

ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ თეო ოხანაშვილს ტელ: 577921777 ელ-ფოსტა: mokhanashvili@m2.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 44100000 სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები
  • 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები