ჩაბარების ვადა:

21 ნოემბერი 2018, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T4542 - 50 000კგ თხევადი გაზის შესყიდვა ჩანგლიანი სატვირთველასათვის

ტენდერის აღწერილობა:

ს.ს. ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი - აცხადებს ტენდერს:

  • ნომრით #- EF-GE/407
  • დანიშნულება: 50 000კგ თხევადი გაზის შესყიდვა ჩანგლიანი სატვირთველასათვის

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

  • შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • სარეკომენდაციო წერილები;

ტენდერის პირობები:

  • ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);
  • ფასები უნდა შეიცავდეს ნატახტრამდე ტრანსპორტირებას;
  • მოთხოვნილი საქონელი მოწოდებული უნდაიქნას ყოველდღიურად სოფელ ნატახტარში,ლუდსახარშ „ნატახტარში. ქარხნის მუშაობის რეჟიმიდან გამომიდინარე უნდა უზრუნველყოთ თხევადი გაზის უწყვეტი მომარაგება. გაითვალისწინეთ ისიც, რომ სს“ლომისს“ არ გააჩნია საკუთარი ავზი. მომწოდებელს უნდა შეეძლოს თავისი ავტოცისტერნის მუდმივად ქარხნის ტერიტორიაზე განთავსება. ქარხნის ტერიტორიაზე საჭიროებისამებრ უნდა იმყოფებოდეს მომწოდებლის თანამშრომელი, რომელიც უზრუნველყოფს ბალონების დატუმბვას.
  • მოთხოვნილი საქონელი მოწოდებული უნდა იქნას 2019 წლის განმავლობაში საჭიროების შესაბამისად;
  • გადახდის პირობები: საქონლის მიღებიდან 90 სამუშაო დღე.

გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების დეპარტამენტი;
  • წარწერა: "კონფიდენციალურია";
  • გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
  • გთხოვთ, დაგვიდასტუროთ სატენდერო განაცხადი მიღება.

სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: მცხეთის რაიონი სოფ. ნატახტარი. "ლუდსახარში ნატახტარი"

  • შემოთავაზების მიღება იწყება 13.11.2018 14:00
  • შემოთავაზების მიღება მთავრდება 21.11.2018 18:00

შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
სოფიო ბარამიძე
შესყიდვების დეპარტამენტი
ს.ს ლომისი, ლუდსახარში ნატახტარი
სათაო ოფისი, სოფ. ნატახტარში
ტელ.: (+99532) 180797 
ელფოსტა: tenders@ge.anadoluefes.com 

ტენდერის კატეგორია:

  • 76100000 პროფესიონალური მომსახურებები გაზის მრეწველობისათვის
  • 24100000 აირები