5 დეკემბერი 2018, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT4560 - ტენდერი თბილისში სამკერვალო ატელიეს შერჩევის მიზნით გრძელვადიანი თანამშრომლობისათვის
ტენდერის აღწერილობა:
CENN აცხადებს ტენდერს თბილისში სამკერვალო ატელიეს შერჩევის მიზნით გრძელვადიანი თანამშრომლობისათვის.
კომპანიამ უნდა უზრუნველყოს შემდეგი სახის მომსახურება:
- მაისურის, ჰუდის (კაპიშონი), სვიტერისა და სხვადასხვა ტიპის ტანისამოსის დამზადება შემდგომი ბრენდირებით;
- სამუშაოს შესრულების შემდეგ დათქმულ ვადაში, საჭირო ფინანსური დოკუმენტაციის: ინვოისი, ჩეკი, ფაქტურა და ა.შ. წარმოდგენა;
დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ 2018 წლის 5 დეკემბრამდე ასოციაცია CENN-ის ოფისში მისამართზე: ქ. თბილისი, ბეთლემის ქუჩა #27 ან გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: misha.murvanidze@cenn.org
სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
- კომპანიის დასახელება, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი (სავალდებულო);
- მომსახურების ჩამონათვალი და ღირებულება დღგ–ს გარეშე (ტექნიკური დავალების შესაბამისად / სავალდებულო);
- ტექნიკურ დავალებაში ჩამოთვლილი პროდუქციის ნიმუშები (სავალდებულო);
- ცნობა სასამართლოდან, რომ მის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება (სავალდებულოა ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში);
- 2018 წლის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს, რომ პრეტენდენტის ქონებაზე არ არის რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა და არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში (სავალდებულო).
სატენდერო განაცხადი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
- მომსახურების ფასი;
- მომსახურების ხარისხი (ტექნიკური დავალების შესაბამისად წარმოდგენილი ნიმუშების კერვის და ბეჭდვის ხარისხი);
- განაცხადების ტექნიკური შესაბამისობა;
- შესაბამისი კუთხით მუშაობის გამოცდილება (ასევე, CENN-თან თანამშრომლობის გამოცდილება);
არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ განიხილება.
საკონტაქტო ინფორმაცია:
მიხეილ მურვანიძე
ტელ: +995 32 275 19 03
მობ: +995 579 008 004
ელ-ფოსტა: misha.murvanidze@cenn.org
ვებ-გვერდი: http://www.cenn.org
ტენდერის კატეგორია:
- 18100000 სამუშაო ტანსაცმელი, სპეცტანსაცმელი და აქსესუარები
- 18200000 გარედან ჩასაცმელი ტანსაცმელი
- 18300000 ტანსაცმელი
- 18400000 სპეციალური ტანსაცმელი და აქსესუარები
- 18800000 ფეხსაცმელი