ჩაბარების ვადა:

30 ნოემბერი 2018, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T4567 - ტენდერი IT მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

ა(ა)იპ სავალდებულო დაზღვევის ცენტრი აცხადებს სატენდერო კონკურსს შემდეგი სერვისების მისაღებად:

აიტი მომსახურება:

  1. სერვერების ფიზიკური და სისტემური ადმინისტრირება
  2. ქსელური მოწყობილობების (სვიჩები, მარშუტიზატორები, ფაირვოლები) ადმინისტრირება, მათ შორის სათაო ოფისის და ფილიალების (9 რეგიონალური ფილიალის - სარფი, ვალე, კარწახი, ნინოწმინდა, გუგუთი, სადახლო, წითელი ხიდი, ლაგოდეხი და ლარსი)
  3. ვირტუალიზაციის და ვირტუალური სერვერების ადმინისტრირება
  4. რელაციური მონაცემთა ბაზების(MS SQL)ადმინისტრირება
  5. არარელაციური მონაცემთა ბაზების (Mongo DB) ადმინისტრირება
  6. არარელაციური დანაწილებული in-memory ტიპი მონაცემთა ბაზების (Redis) ადმინისტრირება
  7. აპლიკაციების სერვერების ადმინისტრირება
  8. პროგრამების, აპლიკაციების, სერვისების და სერვერების მხარდაჭერა (Application support)
  9. ციფრული სატელეფონო სადგურის და ქოლ ცენტრის ტექნიკური ადმინისტრირება
  10. რეზერვირების მართვის სისტემის ადმინისტრირება
  11. ერთიანი მონიტორინგის სისტემის მართვა
  12. სათაო ოფისში და ფილიალებში (9 რეგიონალური ფილიალის - სარფი, ვალე, კარწახი, ნინოწმინდა, გუგუთი, სადახლო, წითელი ხიდი, ლაგოდეხი და ლარსი) განთავსებული ვიდეო სამეთვალყურეო სისტემების (ვიდეო სამეთვალყურეო კამერები და მათი ჩამწერი მოწყობილობების (ანალოგური კამერები და DVR ან IPკამერები და NVR) ადმინისტრირება

სრული სატენდერო დოკუმენტაცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ ერთი კვირის ვადაში მოგვაწოდოთ შემდეგი მასალები:

  • სერვისის აღწერილობა დეტალურად, ჯამური ღირებულება(2019 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით) და ყოველთვიური გადასახადი ლარში (ინვოისის სახით)
  • კომპანიის პორტფოლიოს შესახებ ზოგადი მონაცემები, საიდანაც შესაძლებელი იქნება კომპანიის გამოცდილების გადამოწმება.
  • აიტი აუთსორსინგის მიმართულებით თქვენი კომპანიის კონტრაქტორი კომპანიების დასახელებები, ხელშეკრულების ასლები (კონფიდენციალური მონაცემების გარეშე) და სარეკომენდაციო წერილები.
  • ჩვენს კომპანიაზე აიტი აუთსორინგის მიმართულებით სავარაუდოდ მომაგრებული სპეციალისტების სია, თანამდებობების მითითებით, მოთხოვნილი მათი სერთიფიკატების და მათივე საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლებით.

შენიშვნა: ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან დაიდება ხელშეკრულება, სადაც გათვალისწინებული იქნება 1 თვიანი გამოსაცდელი ვადა. ამ პერიოდის განმავლობაში თუ კომპანია არაჯეროვანად შეასრულებს ხელშეკრულებით დაკისრებულ ვალდებულებებს, ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იქნება შესაბამისი საჯარიმო სანქციები.

ჩამოთვლილი სატენდერო დოკუმენტაცია მოგვაწოდეთ, დალუქული კონვერტით 2018 წლის 20 ნოემბრის 10:00 საათიდან არა უგვიანეს 2018 წლის 30 ნოემბრის 18:00 საათისა, მისამართზე ქ. თბილისი, ი. მოსაშვილის ქ. 24.

ტენდერის პროცედურების და შესყიდვების მიმართულებით საკონტაქტო პირი ნიკოლოზ მინდიაშვილი, საკონტაქტო პირის ელ-ფოსტის მისამართი: nmindiasvili@tpl.ge, მობ: 591 404046

ტექნიკური საკითხების მიმართულებით საკონტაქტო პირი გიორგი გიორგანაშვილი, საკონტაქტო პირის ელ-ფოსტის მისამართი: ggiorganashvili@tpl.ge , მობ: 595 184444

ტენდერის კატეგორია:

  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
  • 72500000 კომპიუტერთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 72600000 კომპიუტერული უზრუნველყოფა და საკონსულტაციო მომსახურებები
  • 72700000 კომპიუტერული ქსელის მომსახურება
  • 72800000 კომპიუტერის შემოწმება და ტესტირება