ჩაბარების ვადა:

4 დეკემბერი 2018, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T4582 - დასასვენებელი პარკის კონცეპტუალური პროექტის შედგენა

ტენდერის აღწერილობა:

RMG Gold აცხადებს მოწვევას კონტრაქტორის შესარჩევად დასასვენებელი პარკის კონცეპტუალური პროექტის შედგენაზე.

  • მომსახურების საგანი - დასასვენებელი პარკის კონცეპტუალური პროექტის შედგენა
  • მომსახურების დეტალური აღწერა - იხ. დანართი #2
  • კომერციული წინადადებების მიღების ბოლო ვადა: 04.12.2018

ორგანიზატორი: RMG Gold
სამუშაოების შესრულების ადგილი:ქ.ბოლნისი

კონტრაქტორების შერჩევის პროცესში მონაწილე კომპანიები ადასტურებენ თავიანთ თანხმობას ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებით თანამშრომლობაზე და გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ უზრუნველყოფენ სამუშაოთა შესრულებას წარმოდგენილი კომერციული წინადადებისა და დოკუმენტების მიხედვით.შესაძლებელია ამ დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაციის მეტად დეტალიზირება და დაზუსტება ორგანიზატორის მიერ.

პროცესში მონაწილეობის მსურველმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს იურიდიული სტატუსის დასადგენად საჭირო დოკუმენტაცია და კომერციული წინადადება.

მონაწილემ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

  • ენა: ქართული/რუსული/ინგლისური
  • კომერციულ წინადადებაში წარმოდგენილი ფასები ფიქსირებული უნდა იყოს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი კომერციული წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.
  • კომერციული წინადადება, რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, არ იქნება განხილული.
  • კომპანია უფლებამოსილია ხელშეკრულება გააფორმოს ცალკეულ ლოტზე.

კომერციული წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:

  • პროექტირების შესრულების ხარჯთაღრიცხვა;
  • ლანდშაფტური მოწყობის ხარჯთაღრიცხვა;
  • ანგარიშსწორების პირობები
  • ლანდშაფტური პროექტირებისა და ლანდშაფტური მოწყობის გეგმა-გრაფიკი;
  • სარგავი მასალების სპეციფიკაციები (მაგალითად, მცირე არქიტექტურული ფორმების და სხვ.)
  • პარკის მოვლასთან დაკავშირებული რეკომენდაციები;
  • ავტოსაგომის მოწყობის ხარჯთაღრიცხვა;
  • განახლებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
  • ინფორმაცია აღნიშნულ სფეროში კომპანიის გამოცდილების შესახებ;
  • რეკვიზიტები (მისამართები, როგორც იურიდიული ასევე ფიზიკური, ფაქტიური, ელექტრონული მისამართი, საბანკო რეკვიზიტები და სხვა.)

კომერციული წინადადებები ძალაში იქნება კონტრაქტორის შერჩევის პროცესის დასრულებამდე. აღნიშნული პროცესი დასრულებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებები გაფორმდება მხარეებს შორის.

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

  • მონაწილე კომპანიის კომერციული წინადადება განხილული იქნება, როგორც საფუძველი კონტრაქტორის შერჩევის პროცესში პოტენციური პრეტენდენტის გამოვლენისათვის.
  • ანტიკორუფციული პირობები: პოტენციური პრეტენდენტი, ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ვალდებულია დაემორჩიულოს ანტიკორუფციულ პირობებს, რომლებიც წარმოდგენილია დანართში #1
  • კომერციული წინადადების ჩაბარების პირობები: ყველა კომერციული წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ორგანიზატორის მისამართზე : ქალაქი თბილისი, მ.ალექსიძის ქუჩა #1, შესახვევი #3. წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქული კონვერტით (გარდა მონაწილის იურიდიული სტატუსის დასადგენად საჭირო დოკუმენტაციისა)

კომერიცული წინადადებები შესაძლებელია ასევე წარმოდგენილ იქნეს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
TO- LPirveli@richmetalsgroup.com 
CC – Zdzagnidze@richmetalsgroup.com 

საკონტაქტო ინფორმაცია:
მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტი:
დირექტორის მოადგილე:
ზურა ძაგნიძე
Тel: +995 599 128 686

მდივანი:
ლილე პირველი
Тel: +995 579 552 051.

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით - სამშენებლო პროექტების ხელმძღვანელი
მაქსიმ კასიანენკო
Tel: +995591090939

ტენდერის კატეგორია:

  • 71400000 მომსახურება ურბანული დაგეგმარებისა და ლანდშაფტური არქიტექტურის სფეროში
  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები