ჩაბარების ვადა:

4 იანვარი 2019, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T4606 - საგრანტო კონკურსი საჯარო და კერძო ავტორიზებული სკოლებისათვის მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმოქმნის შემცირებისა და სეპარირებული შეგროვების საკითხებში

კონკურსის აღწერილობა:

USAID WMTR II აცხადებს საგრანტო კონკურსს საჯარო და კერძო ავტორიზებული სკოლებისათვის მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმოქმნის შემცირებისა და სეპარირებული შეგროვების საკითხებში.

USAID-ის WMTR II პროგრამა, ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში, ფაზა II (USAID WMTR II), რომელსაც ახორციელებს CENN, აცხადებს საგრანტო კონკურსს საჯარო და კერძო ავტორიზებული სკოლებისათვის, რომლებიც განახორციელებენ მყარი ნარჩენების წარმოქმნის შემცირებისა და სეპარირებული შეგროვების (პლასტმასი, ქაღალდი, შუშა, ალუმინის ქილა) პოპულარიზაციისა და ასეთი მიდგომების დანერგვისაკენ მიმართულ საქმიანობებს.

საგრანტო კონკურსი ითვალისწინებს ისეთი აქტივობების იმპლემენტაციას, რომლებიც ხელს შეუწყობენ სამიზნე რეგიონების მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შემცირებისა და სეპარირების მნიშვნელობაზე, ასევე, შესთავაზებენ ბენეფიციარებს კონკრეტულ სისტემებს აღნიშნული საკითხების განსახორციელებლად და ხელს შეუწყობენ ამ მიდგომების დანერგვას.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ისეთ საჯარო ან კერძო ავტორიზებულ სკოლებს, რომლებიც მდებარეობენ USAID WMTR II პროგრამის სამიზნე რეგიონებში - აჭარა, შიდა ქართლი, კახეთი, და ქალაქი თბილისი.

გრანტები გაიცემა და განხორციელდება USAID-ის და აშშ მთავრობის იმ რეგულაციების დაცვით, რომლებიც გამოიყენება გრანტების, კონტრაქტების დროს, WMTR II პროექტის საგრანტო პროგრამის მართვის პოლიტიკის შესაბამისად.

კონკურსის ჩაბარების პირობები: 

  • განაცხადში აუცილებლად უნდა მიეთითოს ქვე-გრანტის განაცხადის ნომერი:RFA # 18-004. 
  • განაცხადები წარდგენილ უნდა იქნეს არაუგვიანეს 2019 წლის 4 იანვრისა (18:00 სთ), ელექტრონული ან ბეჭდვითი ფორმით შემდეგ მისამართზე:
    მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, 0105, ბეთლემის ქუჩა #27
    ელექტრონული ფოსტა: shorena.ebanoidze@cenn.org

დაგვიანებული ან შეუსაბამო განაცხადები არ განიხილება.

ყველა სხვა საჭირო ინფორმაცია იხილეთ დანართში.

სატელეფონო ზარები არ მიიღება.

ტენდერის კატეგორია:

  • 73100000 მომსახურებები კვლევისა და ექსპერიმენტული განვითარების სფეროში
  • 73200000 კვლევასა და განვითარებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებები
  • 79300000 ბაზრის კვლევა და ეკონომიკური კვლევა; გამოკითხვები და სტატისტიკა