20 აპრილი 2015, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT461 - ტენდერი საკანცელარიო საქონლის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს ტენდერს საკანცელარიო საქონლის შესყიდვაზე.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:
- კომპანიის მიმოხილვა (განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 3 წელიწადია დაფუძნებული) ყველა დამფუძნებლის და მფლობელის ინფორმაციის მითითებით;
- სატენდერო წინადადება თანდართული ფასების ცხრილის მიხედვით;
- ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
- ანგარიშსწორების პირობები;
- ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;
წარმოდგენილ ფასებში გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა ხარჯი დაკავშირებული ყველა სახის გადასახდელებთან, ასევე შემსყიდველისადმი მიწოდებასთან და მის საკუთრებაში გადაცემასთან.
- ეტაპობრივი შესყიდვის შემთხვევაში, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ერთწლიანი ხელშეკრულება;
- საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, ხელშეკრულების მოქმედების მანძილზე ან ერთჯერადი შესყიდვის შემთხვევაში შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, 0162, სს „ლიბერთი ბანკი“.
- ყოველთვიური შესყიდვის შემთხვევაში, საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს შემსყიდველის სიტყვიერი/ელექტრონული მოთხოვნის საფუძველზე: ყოველთვიური საერთო შეკვეთის მიღების შემთხვევაში 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, ხოლო ყოველდღიური შეკვეთების მიღების შემტხვევაში მისი მიღებიდან 24 საათის განმავლობაში;
- ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს ყველა იმ საკანცელარიო საქონლის ნიმუში რომელიც წარმოდგენილია ფასების ცხრილში; ტენერში ვერ გაიმარჯვებს ის კომპანია, რომლის წარმოდგენილი ნიმუშის ხარისხი იქნება არადამაკმაყოფილებელი.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს. შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2015 წლის 20 აპრილი, 17:00 საათი. ადგილმდებარეობა: სს „ლიბერთი ბანკი“, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, ქ.თბილისი, 0162.
გთხოვთ, შემოთავაზებები მოგვაწოდოთ დალუქულ კონვერტში და მიუთითოთ: თქვენი კომპანიის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, სატენდერო კომიტეტი, სს „ლიბერთი ბანკი“ (ტენდერი საკანცელარიო საქონლის შესყიდვაზე).
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ:
ტელ: 599 56 54 10; 591 28 42 02
ელ-ფოსტა: tamuna.mujiri@libertybank.ge; irakli.adamashvili@libertybank.ge