ჩაბარების ვადა:

14 დეკემბერი 2018, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

E
ელ. ტენდერი
T4611 - ტენდერი სატრანსპორტო საშუალებებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთების, ტექნიკური მომსახურებისა და მასთან დაკავშირებული მომსახურებების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შესყიდვის ობიექტი მოიცავს შ.პ.ს. „საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფი“ მიერ ელექტრონული ტენდერის საშუალებით სატრანსპორტო საშუალებებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთების, ტექნიკური მომსახურებისა და მასთან დაკავშირებული მომსახურებების შესყიდვას, შ.პ.ს. „საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფის“ ბალანსზე რიცხულ სატრანსპორტო საშუალებებზე.

სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილებში.

შენიშვნა: პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურებისთვის საჭირო ავტოსათადარიგო ნაწილების და გასაწევი მომსახურების ფასების ცხრილი (პრეისკურანტი). ცხრილს იხილავთ თანდართულ ფაილში.

პრეტენდენტს სარგებლობაში ან/და საკუთრებაში უნდა ჰქონდეს:

  • თბილისში (მინიმუმ 4 ბოქსი).
  • დასავლეთ საქართველოს ორ ქალაქში კერძოდ: 1) ქუთაისში (მინიმუმ 3 ბოქსი) და ოზურგეთში (მინიმუმ 3 ბოქსი).
  • აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ თელავში ან გურჯაანში (მინიმუმ 3 ბოქსი) ყოველდღიურად მოქმედი სერვის ცენტრ(ებ)ი, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება ყველა იმ მატერიალურ-ტექნიკური და კვალიფიციური ადამიანური რესურსით, რაც საჭიროა ავტოტექ მომსახურების ხარისხიანად შესრულებისათვის.

მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მიმართვისას დაუყონებლივ ჩაატაროს ავტომანქანის დათვალიერება, რის შემდეგაც მხარეები ადგენენ დეფექტების ნუსხას, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გასაწევი მომსახურების და სათადარიგო ნაწილის დეტალური აღწერა, მათი ღირებულებები.

მიმწოდებელმა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს მომსახურების გაწევა გონივრულ ვადაში, სამუშაოს სირთულიდან გამომდინარე, მაგრამ არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა, ხოლო თუ მომსახურება ეხება ძრავის კაპიტალურ რემონტს ან სამღებრო-სათუნუქე სამუშაოებს, ან დეფიციტური სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფას-არაუმეტეს 20 (ოცი) დღისა.

განფასების ცხრილში არ არსებული დეტალის არსებობის შემთხვევაში დეტალისა და მომსახურების ფასი დგინდება მხარეთა შორის შეთანხმებით საბაზრო ფასის გათვალისწინებით.

შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირს 2017 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით უნდა ჰქონდეს ანალოგიური, ჯამში არანაკლებ 80 000 ლარის ღირებულების მომსახურების შესრულების გამოცდილება, რაზედაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ხელშეკრულება და მიღება ჩაბარების აქტები.

შესყიდვაში მონაწილეობის მსურველმა პირმა უნდა უზრუნველყოს ევაკუატორის მომსახურება თბილისში და თბილისიდან 20 კმ-ის დაშორების რადიუსში, ასევე ქუთაისში და ქუთაისიდან, ოზურგეთში და ოზურგეთიდან, თელავში და თელავიდან, გურჯაანში და გურჯაანიდან 20 კმ-ის დაშორების რადიუსში.

მომსახურების გაწევის ვადები და პირობები

  • მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
  • მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებაზე და თანმდევ სათადარიგო ნაწილებზე (ახალი, არამეორადი) უნდა ვრცელდებოდეს არანაკლებ 6 თვიანი ან/და ქარხნული/მწარმოებლის საგარანტიო ვადა.
  • მომსახურების გაწევის ადგილი - საქართველო, მიმწოდებელი ორგანიზაციის სერვის ცენტრები.

პრეტენდენტის მიერ სისტემაში ასატვირთი მონაცემები

  •  გასაწევი მომსახურების ფასების ცხრილი დანართი N2–ის შესაბამისად.
  • თბილისში, დასავლეთ საქართველოს ორ ქალაქში კერძოდ: 1) ქუთაისში, ოზურგეთში და აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ თელავში ან გურჯაანში მოქმედი სერვის ცენტრების მისამართები და მათი სარგებლობის ან/და საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი.
  • 2017 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით უნდა ჰქონდეს ანალოგიური, ჯამში არანაკლებ 80 000 ლარის ღირებულების მომსახურების შესრულების გამოცდილება, რაზედაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ხელშეკრულება და მიღება ჩაბარების აქტები.
  • მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს/ატვირთოს მომსახურების გასაწევად შემოთავაზებული საამქროების (ბოქსების) ვიზუალური ფოტო მასალა.

    დამატებითი შეკითხვების თაობაზე დაუკავშირდით: გიორგი ბერიძე - 599108810

ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები: 

  • მოთხოვნილი დოკუმენტები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის, 14 დეკემბერი, 18:00სთ.

შენიშვნა: აღნიშნული ტენდერი ტარდება ვაჭრობის გარეშე. სატენდერო დოკუმენტაციის ჩაბარების ვადის ამოწურვის შემდეგ მონაწილე კომპანიებს საშუალება ექნებათ იხილონ ტენდერში მონაწილე კომპანიების რაოდენობა.

ტენდერის კატეგორია:

  • 34100000 ავტოსატრანსპორტო საშუალებები
  • 34300000 ნაწილები და აქსესუარები სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ძრავებისათვის
  • 34900000 სხვადასხვა სატრანსპორტო მოწყობილობა და სათადარიგო ნაწილები
  • 50100000 სატრანსპორტო საშუალებებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    5 დეკემბერი 2018 დრო 08:00
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა