ჩაბარების ვადა:

8 იანვარი 2019, 15:00

სტატუსი:

დასრულებული

T4622 - ტენდერი სკოლების ინფრასტრუქტურის ტექნიკური მდგომარეობის შესწავლის საკონსულტაციო მომსახურებაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. დოკუმენტაციის ჩაბარების განახლებული ვადაა 2018 წლის 8 იანვრის 15:00 საათი.

ტენდერის აღწერილობა:

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო აცხადებს ტენდერს სკოლების ინფრასტრუქტურის ტექნიკური მდგომარეობის შესწავლის საკონსულტაციო მომსახურებაზე. RFP # PP13-A2/GEP/CS/LCS/07

  • ლოტი 1 - აჭარა, გურია, სამეგრელო, ზემო-სვანეთის რეგიონები
  • ლოტი 2 - იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და სამცხე-ჯავახეთის რეგიონები
  • ლოტი 3 - თბილისი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, კახეთი და მცხეთა-მთიანეთის რეგიონები

2013 წლის 26 ივლისს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა (“Millennium Challenge Corporation- MCC”) და საქართველოს მთავრობას შორის ხელი მოეწერა (the “Georgia Compact II”) 140,000,000,00 აშშ დოლარის მეორე კომპაქტს, რომლის მიზანია, საქართველოში სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ზოგადი, ტექნიკური, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების მეშვეობით. კომპაქტი და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისა www.mcc.gov და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს ვებ-გვერდებზე www.mcageorgia.ge

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო გთავაზობთ წარმოადგინოთ თქვენი სატენდერო წინადადებები სკოლების ინფრასტრუქტურის ტექნიკური მდგომარეობის შესწავლის საკონსულტაციო მომსახურებზე.

დავალება წარმოდგენილია სამ ლოტად:

  • ლოტი 1 - აჭარა, გურია, სამეგრელო, ზემო-სვანეთის რეგიონები
  • ლოტი 2 - იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და სამცხე-ჯავახეთის რეგიონები
  • ლოტი 3 - თბილისი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, კახეთი და მცხეთა-მთიანეთის რეგიონები

კომპანიებს შეუძლიათ გამოხატონ ინტერესი ნებისმიერ ერთ ლოტზე ან ლოტების ნებისმიერ კომბინაციაზე.
დასწრება რეკომენდირებულია ყველა დაინტერესებული კომპანიისათვის, მაგრამ არ არის სავალდებულო.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო ახორციელებს შესყიდვებს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ დადგენილი შესყიდვების პროცედურებით (List Cost Selection), რომელიც შესაძლებელია ნახოთ შესაბამის ვებ-გვერდზე: https://www.mcc.gov/resources/doc/program-procurement-guidelines

კონტრაქტორი შეირჩევა კონკურენტული/ღია ტენდერის პროცედურების დაცვით.
წინასატენდერო შეხვედრა გაიმართება 2018 წლის 13 დეკემბერის, დილის 11:00 საათზე, საქართველოს დროით (GMT+4) 

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

სატენდერო წინადადებები უნდა მოიტანოთ არაუგვიანეს 2018 წლის 8 იანვრის 15:00 საათისა, საქართველოს დროით (GMT+4)შემდეგ მისამართზე:
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო
მ. კოსტავას 5, მე-4 სართული, საკონფერენციო დარბაზი
თბილისი, საქართველო 0108
(შენმობაში შემოსასვლელ ლიფტს ვერ გამოიყენებთ)

სატენდერო დოკუმენტაცია გაიხსნება იმავე დროსა და ადგილას, 2018 წლის 8 იანვრის 15:00 საათზე მონაწილე კომპანიების და სხვა მსურველების თანდასწრებით.

ამ დროის გასვლის შემდეგ მოტანილი სატენდერო დოკუმენტაცია არ მიიღება და გაუხსნელად დაუბრუნდება გამომგზავნ კომპანიას ტენდერში გამარჯვებული კომპანიასთან ხელშეკრულების დადების შემდეგ. მონაწილეებმა დოკუმენტაციის გამოგზავნის შემთხვევაში, უნდა გაითვალისწინონ შესაძლო დაბრკოლებები, რაც კურიერული მომსახურების დროს შეიძლება წარმოიშვას.

დაინტერესებულმა კომპანიებმა რეგისტრაციისათვის უნდა დააფიქსირონ ინტერესი ქვემოთ მოცემულ მისამართზე მათი ფირმის შესახებ დეტალების (ფირმის სახელი, მისამართი, საკონტაქტო პირი, ელექტრონული მისამართი, ტელეფონი) მითითებით.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველო
დიმიტრი ქემოკლიძე
შესყიდვების დირექტორი
Email: procurement@mcageorgia.ge
          nramishvili@mcageorgia.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45500000 სამშენებლო და სამოქალაქო მშენებლობის მანქანა-დანადგარებისა და მათი ოპერატორების დაქირავება
  • 50700000 შენობის მოწყობილობების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება
  • 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები