ჩაბარების ვადა:

14 დეკემბერი 2018, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T4624 - ტენდერი ნარჩენების გაყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

ს.ს. ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი აცხადებს ტენდერს ნარჩენების გაყიდვაზე.

  • ნომრით #-EF-GE/419
  • დანიშნულება : ნარჩენების გაყიდვა

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

  • ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
  • გასაყიდი ნარჩენების სია (გთხოვთ, ყურადღება მიაქციეთ სიაში ერთად გასატან ნარჩენებს)

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

  • შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.

ტენდერის პირობები:

  • ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);
  • გადახდის პირობები: წინასწარ
  • მყიდველმა თავისი ხარჯებით უნდა გაიტანოს ნარჩენები ლუდსახარშის ტერიტორიიდან, რომელიც მდებარეობს შემდეგ მისამართზე: მცხეთის რაიონი, სოფელი ნატახტარი.

გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება : შესყიდვების დეპარტამენტი;
  • წარწერა: "კონფიდენციალურია";
  • გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.

სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე:

მცხეთის რაიონი სოფ. ნატახტარი. "ლუდსახარში ნატახტარი"
შემოთავაზების მიღება იწყება 04.12.2018 17:00
შემოთავაზების მიღება მთავრდება 14.12.2018 17:00

შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:

გვანცა უთურაშვილი
შესყიდვების დეპარტამენტი
ს.ს ლომისი, ლუდსახარში ნატახტარი
სათაო ოფისი, სოფ. ნატახტარი
ტელ: (+99532) 2180797
ელ. ფოსტა: tenders@ge.anadoluefes.com

ტენდერის კატეგორია:

  • 14600000 ლითონის მადანი და შენადნობები
  • 14800000 სხვადასხვა არალითონური მინერალური პროდუქტი
  • 44100000 სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები