ჩაბარების ვადა:
18 დეკემბერი 2018, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT4627 - ტენდერი გაზაფხული - ზაფხულის სპეც. ტანსაცმლის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ნეოგაზი“ აცხადებს ტენდერს გაზაფხული-ზაფხულის სპეც. ტანსაცმლის შესყიდვაზე 05/12-NEO-P/UNI-18.
შესყიდვის სპეციფიკაცია:
- აგგს-ის გამმართველის გაზაფხული-ზაფხულის ბრენდირებული შარვალი ტექნიკური დახასიათებისა და ესკიზის მიხედვით - 350 ცალი;
- გამმართველის გაზაფხული-ზაფხულის ბრენდირებული მაისური ტექნიკური დახასიათებისა და ესკიზის მიხედვით - 500 ცალი;
- გამმართველის გაზაფხული-ზაფხულის ბრენდირებული ქურთუკი ტექნიკური დახასიათებისა და ესკიზის მიხედვით - 350 ცალი;
- დასუფთავების სამსახურის ქალის ბრენდირებული წინსაფარი ტექნიკური დახასიათებისა და ესკიზის მიხედვით - 30 ცალი;
- გამმართველის გაზაფხული-ზაფხულის ბრენდირებული კეპი ტექნიკური დახასიათებისა და ესკიზის მიხედვით - 50 ცალი;
შენიშვნა: რაოდენობები არის საორიენტაციო და შესაძლოა დაექვემდებაროს მცირე ცვლილებას.
თანდართულ ფაილებში გთხოვთ იხილოთ:
- სპეც. ტანსაცმლის ესკიზები და შპს ნეოგაზის ლოგოტიპი;
- დანართი N1 - სპეც. ტანსაცმლის ტექნიკური დახასიათება.
შპს „ნეოგაზი“ იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში სრულად შევსებული დანართი N2-ს სახით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით:
- წინადადება უნდა მოიცავდეს ტრანსპორტირების ხარჯს შემსყიდველი კომპანიის მისამართზე: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-13 კმ.
- შემოთავაზებული პროდუქციის ნიმუშები (თითოეული პოზიცია);
- ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან).
წინადადების წარდგენის წესი:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
- წინადადების ისევე როგორც ნიმუშების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: დიმიტრი აგეკიანი. ელ.ფოსტა: dagekyan@gig.ge საკონტაქტო ნომერი: 598 88 94 90;
- სპეც. ტანსაცმელთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად: ესმა ჩაჩანიძე. საკონტაქტო ნომერი: 599 67 14 14;
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 18 დეკემბრის 17:00 საათამდე.
ტენდერის კატეგორია:
- 18100000 სამუშაო ტანსაცმელი, სპეცტანსაცმელი და აქსესუარები
- 18300000 ტანსაცმელი
- 18400000 სპეციალური ტანსაცმელი და აქსესუარები