ჩაბარების ვადა:

4 იანვარი 2019, 15:00

სტატუსი:

დასრულებული

T4629 - ტენდერი მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარებისათვის ონლაინ რესურსის შესაქმნელად

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. დოკუმენტაციის ჩაბარების განახლებული ვადაა 2019 წლის 4 იანვრის 15:00 საათი.

ტენდერის აღწერილობა:

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო აცხადებს ტენდერს მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარებისათვის ონლაინ რესურსის შესაქმნელად RFP # PP13-A2/GEP/CS/LCS/08.

2013 წლის 26 ივლისს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა (“Millennium Challenge Corporation- MCC”) და საქართველოს მთავრობას შორის ხელი მოეწერა (the “Georgia Compact II”) 140,000,000,00 აშშ დოლარის მეორე კომპაქტს, რომლის მიზანია, საქართველოში სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ზოგადი, ტექნიკური, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების მეშვეობით. კომპაქტი და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისა www.mcc.gov და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს ვებ-გვერდებზე www.mcageorgia.ge

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო გთავაზობთ წარმოადგინოთ თქვენი სატენდერო წინადადებები მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარებისათვის ონლაინ რესურსის შესაქმნელად.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო ახორციელებს შესყიდვებს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ დადგენილი შესყიდვების პროცედურებით (List Cost Selection), რომელიც შესაძლებელია ნახოთ შესაბამის ვებ-გვერდზე:
https://www.mcc.gov/resources/doc/program-procurement-guidelines

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

სატენდერო წინადადებები უნდა მოიტანოთ არაუგვიანეს 2019 წლის 4 იანვრის 15:00 საათისა, საქართველოს დროით (GMT+4) შემდეგ მისამართზე:
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო
მ. კოსტავას 5, მე-4 სართული, საკონფერენციო დარბაზი
თბილისი, საქართველო 0108
(შენობაში შემოსასვლელად ლიფტს ვერ გამოიყენებთ)

სატენდერო დოკუმენტაცია გაიხსნება იმავე დროსა და ადგილას, 2019 წლის 4 იანვრის 15:00 საათზე მონაწილე კომპანიების და სხვა მსურველების თანდასწრებით.
ამ დროის გასვლის შემდეგ მოტანილი სატენდერო დოკუმენტაცია არ მიიღება და გაუხსნელად დაუბრუნდება გამომგზავნ კომპანიას ტენდერში გამარჯვებული კომპანიასთან ხელშეკრულების დადების შემდეგ. მონაწილეებმა დოკუმენტაციის გამოგზავნის შემთხვევაში, უნდა გაითვალისწინონ შესაძლო დაბრკოლებები, რაც კურიერული მომსახურების დროს შეიძლება წარმოიშვას.

დაინტერესებულმა კომპანიებმა რეგისტრაციისათვის უნდა დააფიქსირონ ინტერესი ქვემოთ მოცემულ მისამართზე მათი ფირმის შესახებ დეტალების (ფირმის სახელი, მისამართი, საკონტაქტო პირი, ელექტრონული მისამართი, ტელეფონი) მითითებით.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველო
დიმიტრი ქემოკლიძე, შესყიდვების დირექტორი
Email: procurement@mcageorgia.ge
          nramishvili@mcageorgia.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 73200000 კვლევასა და განვითარებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებები
  • 80200000 მომსახურებები საშუალო განათლების სფეროში
  • 80400000 ზრდასრულების სწავლება და სხვა საგანმანათლებლო მომსახურებები
  • 80500000 სატრენინგო მომსახურებები