14 დეკემბერი 2018, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT4633 - ტენდერი კირქვის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
ს.ს. "მინა" აცხადებს ტენდერს კირქვის შესყიდვის შესახებ.
პროდუქციის ქიმიური და გრანულომეტრული მახასიათებლები იხილეთ დანართში.
- პროდუქციის წლიური მოხმარება - დაახლოებით 8000 ტონა;
- პროდუქციის სახე : დაფქული - 3მმ ფრაქციით;
- მიწოდების პირობები: პროდუქციის მიწოდება/ჩამოტვირთვა უნდა მოხდეს გამყიდველის სატრანსპორტო საშუალებით - ს.ს.“მინა“-ს კირქვის დაცლის უბანზე;
- სატრანსპორტო საშუალება: სახმელეთო ან/და სარკინიგზო;
უპირატესობა მიენიჭება სარკინიგზო გზით კირქვის მიღებას;
ტენდერში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, მოგვაწოდეთ თქვენი შემოთავაზება დალუქული კონვერტით, 2018 წლის 14 დეკემბრამდე ს.ს.“მინა“-ს სათაო ოფისში (მცხეთის რ-ნი, სოფ.ქსანი); უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და დამოწმებული ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში);
გთხოვთ, კონვერტზე მიუთითოთ ტენდერის სახელწოდება და გამომგზავნის დასახელება;
წინადადებას უნდა დაერთოს:
წინადადების წარმდგენი კომპანიის ზოგადი ინფორმაცია
- კომპანიის დასახელება / საიდენტიფიკაციო კოდი
- იურიდიული მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, ინტერნეტ მის/ ელ.ფოსტა
- კომპანიის სამართლებრივი ფორმა
- კომპანიის ძირითადი პროფილი / მომსახურებები
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ბოლო 10 დღის ვადით
შემოთავაზება:
- განფასება 1 ტონა პროდუქციის ღირებულება სახმელეთო ტრანსპორტირების ჩათვლით, ლარში დ.ღ.გ-ს გარეშე.
- განფასება 1 ტონა პროდუქციის ღირებულება სარკინიგზო გზით ტრანსპორტირების ჩათვლით ლარში დ.ღ.გ-ს გარეშე.
წინადადების წარმდგენი კომპანიის მდგომარეობა
- კომპანიის კუთვნილებაში არსებული სამშენებლო ტექნიკა / დანადგარების ჩამონათვალი.
გაითვალისწინეთ, მხოლოდ გამარჯვებულ კომპანიას ეცნობა ტენდერის შედეგი;
გამარჯვების შესახებ გეცნობათ ელ.ფოსტის მეშვეობით.
გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება 1 წლიანი ხელშეკრულება. გადახდა იწარმოებს ყოველი თვის ბოლოს, მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერიდან 10 დღის განმავლობაში.
განიხილება მხოლოდ 14 დეკემბრამდე შემოსული წინადადებები, რომელთაც სრულად აქვთ წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ : AALAVERDASHVILI@sisecam.com
ან დაგვიკავშირდით
995 32 244 99 81 - ზექი ბილგინი
ტენდერის კატეგორია:
- 14200000 ქვიშა და თიხა
- 44900000 სამშენებლო ქვა, კირქვა, თაბაშირი და ასპიდური ფიქალი