ჩაბარების ვადა:
30 აპრილი 2015, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT464 - ტენდერი პროგრამული უზრუნველყოფის შეძენაზე
ტენდერის აღწერილობა:
სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს ტენდერს პროგრამული უზრუნველყოფის (ინტერნეტ ბანკი იურიდიული პირებისთვის) შეძენაზე;
გთხოვთ თქვენი შემოთავაზებები წარმოადგინოთ ფაილში მითითებული მონაცემების მიხედვით:
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარადგინონ:
- კომპანიის მიმოხილვა (განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 3 წელიწადია დაფუძნებული) ყველა დამფუძნებლის და მფლობელის ინფორმაციის მითითებით;
- საგარანტიო ვადები და პირობები;
- მოწოდების ვადები და პირობები (მოწოდება ხდება თბილისის სათაო ოფისში მდებარე ჭავჭავაძის #74-ში);
- ანგარიშსწორების პირობები;
- ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები.
გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება, რომ განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 30 აპრილი, 2015 წ. საღამოს 5 საათი. ადგილმდებარეობა: ”ლიბერთი ბანკი”, ი. ჭავჭავაძის 74, თბილისი 0162.
გთხოვთ შემოთავაზებები მოგვაწოდოთ კონვერტში და მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება
- საკონტაქტო ინფორმაცია
- სატენდერო კომიტეტი, სს „ლიბერთი ბანკი“(ინტერნეტ ბანკი);
სს ”ლიბერთი ბანკი”
საკონტაკტო პირი
დავით ნინიძე
David.Ninidze@libertybank.ge
599 414 072