ჩაბარების ვადა:

28 დეკემბერი 2018, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T4644 - სააღრიცხვო პროგრამული უზრუნველყოფის (ERP) დანერგვა და მომსახურება

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ინსტა“ აცხადებს ტენდერს სააღრიცხვო პროგრამული უზრუნველყოფის (ERP) დანერგვასა და მომსახურებაზე.

მოთხოვნები კომპანიის მიმართ:

  • პრეტენდენტ კომპანიას უნდა გააჩნდეს კომპლექსური ინფორმაციული სისტემების (ERP) დანერგვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება სხვადასხვა ორგანიზაციებში.
  • პრეტენდენტის მიმართ არ უნდა მიმდინარეობდეს გაკოტრების საქმის წარმოება, რაზედაც მან უნდა წარმოადგინოს ცნობა შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან;
  • პრეტენდენტი და არც მასთან დაკავშირებული იგივე საქმიანობის მქონე კომპანია (შესაძლოა კომპანიებს ყავდეთ საერთო დამფუძნებლები ან მეწილეები) არ უნდა ირიცხებოდნენ მევალეთა რეესტრში, რაზეც უნდა მოხდეს შესაბამისი ცნობის წარდგენა;
  • პრეტენდენტმა ასევე უნდა წარადგინოს ცნობა შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან შესყიდვაში მონაწილეობის მსურველი პირის ქონებაზე საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ და ცნობა შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ.

დეტალური სატენდერო დოკუმენტაცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

დაინტერესებულმა კომპანიებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი შემოთავაზებები შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: Procurement@insta.ge

შემოთავაზებების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 28 დეკემბერი, 18:00.

შეკითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: Procurement@insta.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
  • 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები
  • 72700000 კომპიუტერული ქსელის მომსახურება
  • 48100000 პროგრამული უზრუნველყოფის სამრეწველო პაკეტები
  • 48700000 პროგრამული პაკეტების მომსახურე პროგრამები
  • 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები