ჩაბარების ვადა:

17 დეკემბერი 2018, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T4655 - ფასთა გამოკითხვა სადემონტაჟო-სანებართვო დოკუმენტაციის შედგენაზე

ფასთა გამოკითხვის კრიტერიუმები:

შპს ,,აქტივების მართვისა და განვითარების კომპანია“ აცხადებს ფასთა გამოკითხვას ადიგენის მუნიციპალიტეტი, დაბა აბასთუმანში არსებული შენობა–ნაგებობების სადემონტაჟო სამუშაოების პროექტის მომზადების შესახებ.

საკადასტრო კოდი: 61.23.21.292
მისამართი: ადიგენის მუნიციპალიტეტი, დაბა აბასთუმანი

სადემონტაჟო ობიექტის ფიზიკური მახასიათებლები:

  • N1 ნაგებობის დაუზუსტებელი ფართობია ≈ 900.00 კვ.მ. გარე პერიმეტრი დაახლოებით 136.00 გრძ.მ. სიმაღლე საშუალოდ 4.00 მ. კედლის სისქე 0,15 მ. კედლების მთლიანი სიგრძე შიდა ტიხრების ჩათვლით ≈298.00 გრძ.მ.-ია. კედლები წარმოადგენს მასიური რკინაბეტონის კონსტრუქციას გადახურვა არ აქვს.
  • N2 შენობის დაუზუსტებელი ფართობია ≈ 300 კვ.მ. გარე პერიმეტრი დაახლოებით 74 გრძ. მ. კედლების საერთო სიმაღლე - 6 მ. შენობა გატიხრულია მთელ სიგრძეზე და მხოლოდ ნაწილშია ორი სართული. კედლების მთლიანი სიგრძე შიდა ტიხრების ჩათვლით ≈ 214 გრძ.მ.
  • N3 ნაგებობა ნაწილობრივ დანგრეულია;
  • N4 ნაგებობა ფაქტობრივად აღარ არსებობს, განსახორციელებელია საძირკვლის დემონტაჟი.
  • აუზი სადემონტაჟოა

 შენიშვნა: აუცილებელი პირობაა ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად, რომ შენობა-ნაგებობების პარამეტრების და სხვა საჭირო დეტალების დაზუსტება მოხდეს ფასთა გამოკითხვაში მონაწილეს მიერ ადგილზე ობიექტის დათვალიერების შედეგად.

პრეტენდენტების მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომპანიის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონები;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა, გამოცდილება);
  • სანებართვო-სადემონტაჟო სამუშაოების გეგმა-გრაფიკი;
  • აზომვითი სამუშაოები;
  • შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა.

ძირითადი მოთხოვნები/პირობები:

  • საჭიროების შემთხვევაში ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში სადემონტაჟო-სამშენებლო ნებართვის დოკუმენტის აღების ვალდებულება ექნება კომპანიის მიერ შერჩეულ მონაწილეს;
  • სამუშაოები უნდა განხორციელდეს აღნიშნულ სფეროში საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა სრული დაცვით;
  • შემსრულებელმა უნდა წარმოადგინოს ჩაშლილი დეტალური ხარჯთაღრიცხვა;

ფასთა გამოკითხვაში გამარჯვებულ პირს, ხელშეკრულების გაფორმებამდე 5 (ხუთი) კალენდარული დღით ადრე, ან ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 (სამი) კალენდარული დღის ვადაში, შესაძლებელია მოეთხოვოს შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენის ვალდებულება:

  • განახლებული ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან კომპანიის რეგისტრაციის შესახებ და საბანკო რეკვიზიტები;
  • ინფორმაცია რეორგანიზაცია/ლიკვიდაციის შესახებ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის.
  • ცნობა სასამართლოდან, რომ არ მიმდინარეობს მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.
  • ცნობა საგადასახადო სამსახურიდან დავალიანების არარსებობის შესახებ;

კომპანიის მიერ შერჩეულ პირს შეიძლება მოეთხოვოს სხვა დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა, რაზეც ეცნობებათ დამატებით და განესაზღვრებათ შესაბამისი ვადა. 
წინამდებარე განცხადებაში აღნიშნულ ვადებში ამავე განცხადებით განსაზღვრული დოკუმენტაციის წარუდგენლობა შეიძლება გახდეს ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის, ან გაფორმებული ხელშეკრულების ცალმხრივად, დაუყოვნებელი შეწყვეტის საფუძველი.

წარმოდგენილი წინადადებებისა და დოკუმენტაციის ზოგადი შეფასება განისაზღვრება შემდეგი
ძირითადი კრიტერიუმებით:

  • სამუშაოების ღირებულება;
  • სამუშაოების შესრულების ვადები;
  • პრეტენდენტის გამოცდილება და რეპუტაცია.

წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით, დალუქულ კონვერტში, მისამართზე: ქ. თბილისი, კოსტავას ქ. N70; კონვერტს გარედან უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ფასთა გამოკითხვის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2018 წლის 17 დეკემბერს, 17:00 სთ-მდე.

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ. ფოსტაზე: 
vkartvelishvili@yahoo.com ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომერზე:
საკონტაქტო პირი: ვახტანგ ქართველიშვილი +995 599 44 48 46
სამუშაო საათები: 10:00-დან 18:00-მდე.

ტენდერის კატეგორია:

  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 71600000 ტექნიკური შემოწმება, ანალიზი და საკონსულტაციო მომსახურებები