ჩაბარების ვადა:

30 აპრილი 2015, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T466 - ტენდერი ელ.საქონელის მოწოდებასა და მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“- აცხადებს ტენდერს 8 ლოტად; ელ,საქონელის მოწოდებასა და მომსახურებაზე. კომპანია იწვევს დაინტერესებულ პირებს მონაწილეობის მისაღებად.

იხ. დანართი

წარმოსადგენი დოკუმენტაცია

  • პრედენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
  • ცნობა, რომ პრედენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია ანალოგიური მიწოდების გამოცდილების შესახებ.
  • მოწოდების ვადები.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, კონვერტის გარედან ეწეროს ტენდერის სახელი. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2015 წლის 30 აპრილის 17:00 სთ-მდე შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“–ს ოფისში შემდეგ მისამართზე: ქ. გარდაბანი აღმაშენებლის ქ. #2, ოთახი #16;
  • გამარჯვებულის შერჩევა მოხდება შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით: ფასი--40%; გადახდის პირობა--20%; შესრულების ვადა--20%; ხარისხი და გამოცდილება--20%.

შედეგები ცნობილი იქნება 2015 წლის 1 მაისს.

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: 1) t_chichua@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომერზე: 591931010 თემური; 595334424 ლევან ლაბაძე;

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ