ჩაბარების ვადა:
9 იანვარი 2019, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT4665 - ტენდერი ავტომობილის სასწორის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს “ქუთაისის ავტომექანიკური ქარხანა” აცხადებს ტენდერს ავტომობილის სასწორის შესყიდვაზე 11/14-KAMP-P/WS-18.
შესყიდვის სპეციფიკაცია:
- საავტომობილო სასწორს უნდა გააჩნდეს ასასვლელი და ჩამოსასვლელი;
- კონსტრუქცია უნდა იყოს უჟანგავი ფოლადის ან უნდა იყოს დამუშავებული ანტიკოროზიული საშუალებებით;
- პარამეტრები: სიგრძე - 22-24 მეტრი; სიგანე - 3 მეტრი (აღნიშნული ზომებში არ შედის ასასვლელი და ჩამოსასვლელი);
- მაქსიმალური აწონვის შესაძლებლობა: 60 ტონა;
- მინიმალური აწონვის შესაძლებლობა: 400 კგ;
- ძაბვა: 220 ან 380 ვოლტი;
- დანაყოფი (დისკრეტა) e=d* (კგ): 20;
- სიზუსტის კლასი: II მაღალი;
- ცდომილება, კგ: 20
- სასწორს უნდა გააჩნდეს კომპიუტერთან ჩართვის და აწონვის შედეგების დაბეჭდვის შესაძლებლობა.
შპს “ქუთაისის ავტომექანიკური ქარხანა“ იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების და სამონტაჟო ზედამხედველობის ჩათვლით;
- შემოთავაზებული მოწყობილობის ტექნიკური დოკუმენტაცია;
- ინფორმაცია მიწოდებისა და მონტაჟის ვადების შესახებ;
- მიწოდება და შეფ-მონტაჟი უნდა განხორციელდეს მისამართზე ქ. ქუთაისი, ავტომშენებლის ქ. №88; - ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე. - ინფორმაცია საგარანტიო ვადებისა და პირობების შესახებ.
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
წინადადების წარდგენის წესი:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა.
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ. თბილისი, გაზაფხულის ქუჩა №18 საკონტაქტო პირი: შალვა გოგოლაძე shgogoladze@gig.ge 591 12 97 74.
- საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: მერაბ ფერაძე. საკონტაქტო ნომერი: 595 306 300.
წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 09.01.2019, 17:00 სთ.
ტენდერის კატეგორია:
- 42900000 სხვადასხვა ზოგადი და სპეციალური დანიშნულების მანქანა-დანადგარები