24 დეკემბერი 2018, 18:00
სტატუსი:
დასრულებული
E
ელ. ტენდერი
T4669 - ტენდერი სასურსათო პროდუქტის და მომსახურების შესყიდვაზე
ელექტრონული ტენდერის აღწერილობა:
ს.ს. "კრედო ბანკი" აცხადებს ტენდერს სასურსათო პროდუქტისა და მომსახურების შესყიდვის შესახებ და იწვევს დაინტერესებულ პირებს/კომპანიებს ღია კონკურენტუნარიან ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტია:
- სასურსათო პროდუქტი, კერძოდ: ყავა, ჩაი, შაქარი, ნაღების ფხვნილი, რძე, ყავის მარცვალი, ყავის ფილტრი;
- კრედო ბანკის მიერ წლის განმავლობაში შესყიდული პროდუქციის რაოდენობები მოცემულია დანართი №1 -ში (ხარჯთაღრიცხვა);
- გამარჯვებული კომპანია იღებს ვალდებულებას თვეში ერთხელ მიაწოდოს მოთხოვნილი რაოდენობის/სახეობის პროდუქტი საქართველოს მასშტაბით კრედო ბანკის ყველა ოფისს;
- ოფისების მისამართები იხილეთ დანართ №2-ში;
აუცილებელი მოთხოვნები:
- ფასების მოწოდება ხდება დანართი №1 ხარჯთაღრიცხვის მიხედვით (ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული უფლებამოსილი პირის მიერ);
- აუცილებელია ატვირთოთ ხარჯთაღრიცხვის დანართი, ასევე excel-ის ფაილითაც; - წინადადებაში მითითებული ფასი გამოსახული უნდა იყოს ლარში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა შესაძლო გადასახადის ჩათვლით (მათ შორის დღგ);
- მოწოდებულ ერთეულის ფასში უნდა შედიოდეს ყველა ხარჯი, როგორიცაა:
- პროდუქციის ღირებულება;
- ტრანსპორტირების ხარჯი;
- მომსახურება - მიწოდების ვადებში უნდა მიეთითოს სამუშაო დღეების რაოდენობა;
- კრედო ბანკის სერვისცენტრების სამუშაო გრაფიკი არის ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:30/18:00 სთ, შაბათი დღე 10:00/12:30 საათი;
- სათავო ოფისი ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00/18:00 სთ
- მომწოდებელი იღებს ვალდებულებას მისაწოდებელი საქონლის შეფუთვებს ქარხნულად მითითებული ქონდეს:
- ბრენდის დასახელება
- მწარმოებელი ქვეყანა
- პარამეტრები (ზომა, წონა, სახეობა) - პროდუქცია აუცილებლად უნდა იყოს სერთიფიცირებული (ISO 9001; ISO 14000);
- უპირატესობა მიენიჭება ეკონომიურ შეფუთვებს
შენიშვნა:
- შემსყიდველი იტოვებს უფლებას ტენდერში მონაწილე კომპანი(ებ)ს მოსთხოვოს პროდუქციის ნიმუშების წარმოდგენა, იმ შემთხვევაში თუ ისინი მოხვდებიან შერჩეულ კომპანიებს შორის მოკლე სიაში (Short List);
- მომწოდებელს აქვს შესაძლებლობა რომ შემოთავაზებაში წარმოადგინოს სხვადსხვა ბრენდის, ხარისხის და სპეციფიკაციის პროდუქცია დანართი №1_ის მიხედვით;
ანგარიშსწორების პირობები:
კრედო ბანკი გამარჯვებულ კომპანიასთან 2 თვიანი სატესტო ვადით მოახდენს სასურსათო პროდუქტის შესყიდვას, რის შემდეგაც გააფორმებს ხელშეკრულებას 1 წლის ვადით;
ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ხელმოწერილი ზედნადებების და ჯამური ინვოისის მოწოდებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.
გამარჯვებულის გამოვლენა:
ტენდერში მონაწილეობით დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარადგინონ შესყიდვების ელექტრონული სისტემის tenders.ge –ს საშუალებით. ტენდერი ჩატარდება ეგრეთ წოდებული ერთი კონვერტის პრინციპით.
სატენდერო კომიტეტი განიხილავს tenders.ge -ს საშუალებით წარმოდგენილ ყველა სატენდერო წინადადებას და გამარჯვებულად გამოავლენს კომპანიას, ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
- ფასი
- მომსახურების ხარისხი
- მოწოდების ვადები
- გამოცდილება (სასურველია მომწოდებელს ჰქონდეს მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ანალოგიურ საქმიანობაში)
მიუხედავად შედეგებისა, ტენდერში მონაწილე ყველა კომპანია ინფორმირებული იქნება ტენდერის შედეგების შესახებ.
ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:
მიმწოდებელმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- რეკვიზიტები და საკონტაქტო ინფორმაცია კომპანიის ტიტულიან ფურცელზე, ქვემოთ ჩამოთვლილი ინფორმაციების გათვალისწინებით:
- კომპანიის დასახელება/საიდენტიფიკაციო კოდი
- იურიდიული მისამართი
- კომპანიის ხელმძღვალეობაზე უფლებამოსილი პირის სახელი/გვარი
- კომპანიასთან საკონტაქტო პირის სახელი/გვარი
- ტელეფონ(ებ)ი
- E-Mail/ Web-გვერდი
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ მოკლე ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერა, გამოცდილება) - პარტნიორი კომპანიების ჩამონათვალი და მსგავსი მომსახურების შესახებ რეკომენდაციები (რეკომენდატორი პირების ჩამონათვალი საკონტაქტო ინფორმაციის და კომპანიის დასახელების მითითებით ); მინიმუმ 2 რეკომენდატორი პირი;
- სრულყოფილად შევსებული და ხელმოწერილი -დანართი №1;
- ხელმოწერილი დამატებითი დანართები:
- დანართი №3 - შესაბამისობა გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებთან
- დანართი №4 - აფიდავიტი სატენდერო წინადადების დამოუკიდებლად განსაზღვრის თაობაზე
შესაძლებელია განხორციელდეს პრეტენდენტებისაგან სხვა დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა და/ან წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება.
- სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადაა: 2018 წლის 24 დეკემბერი 18:00 საათი.
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
ტენდერის შინაარსობრივ თუ ტექნიკურ მხარესთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოიყენოთ www.tenders.ge -ზე განთავსებული შეკითხვების მოდული, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და წარმოადგენს ღია ინფორმაციას.
ტენდერის კატეგორია:
- 15500000 რძის პროდუქტები
- 15600000 დაფქული მარცვლეული პროდუქტები, სახამებელი და სახამებლის პროდუქტები
- 15800000 სხვადასხვა საკვები პროდუქტი
- 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა